fbpx



კელი დეგნანი კონგრესმენების წერილზე-ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია

ჩემთვის ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ ძლიერი რჩება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა განშტოებას წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას ქვეყანასთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატების.

ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, 13 ამერიკელი კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს პუტინთან მოკავშირეობაში ადანაშაულებს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია