fbpx



კეზერაშვილი იყო ელიტარული კორუფციის ფუძემდებელი საქართველოში

ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ისაუბრა. როგორც თავდაცვის მინისტრმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს თავდაცვის რამდენიმე მინისტრმა ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიას 50 მილიონამდე ჩაურიცხა, თუმცა შეიარაღება არ მიუღია.

„ერთ-ერთ კომპანიას ჩაურიცხეს ჯერ 33 მილიონი დოლარი, შემდეგ ვითომ რაღაც შემოიტანეს, შემდეგ კიდევ დაუმატეს. პრაქტიკულად სამივე მინისტრმა – კეზერაშვილმა, შემდეგ იყო სიხარულიძე, თუ არ ვცდები, შემდეგ ახალაია, დაუმატა ამ ერთ-ერთ კომპანიას, რომლის სახელსაც მე ახლა ვერ ვიტყვი. ოფშორული კომპანიაა, წარმოიდგინეთ, მათივე კომპანია. ჯამში არის 50 მილიონზე ასული ეს დებიტორული დავალიანება. გადარიცხულია ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი თუ დოლარი და არაფერია შემოსული: არც შეიარაღება, არც ფული“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნებამდე ეს ვალი მიჰყიდეს მეორე ოფშორულ კომპანიას, რომლის მესაკუთრეების შესახებ არაფერია ცნობილი. მინისტრი აღნიშნავს, რომ არის გარკვეული ვარაუდები, მაგრამ მათ დამტკიცება ძალიან რთულია, თუმცა გამოძიება ამ და სხვა საქმეებზე ძიებას ახორციელებს. ღარიბაშვილმა დავით კეზერაშვილს ქვეყანაში „ელიტარული კორუფციის ფუძემდებელი„ უწოდა.

„კეზერაშვილი იყო გამორჩეული, როგორც ელიტარული კორუფციის ფუძემდებელი საქართველოში. სააკაშვილის და მის ოჯახთან ერთად, რა თქმა უნდა. 300-400%-იანი ფასნამატით აქვთ ნაყიდი მთელი რიგი შეიარაღება. თუ პირობითად, ღირდა ესა თუ ის სისტემა მილიონი დოლარი, 300 და 400%-ს ამატებდნენ. სრული განუკითხაობა იყო, მეგობრებო, საქართველოში სააკაშვილის დროს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან ასევე რამდენიმე წლის წინ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიის მიერ კეზერაშვილის ერთ-ერთი კომპანიის კვლევის შედეგები გაიხსენა, რომლითაც დადგინდა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის კომპანიის ოფიციალური ბრუნვა მილიარდ დოლარს შეადგენდა.

„ამაზე რა კომენტარი აქვთ? ამაზე რა კომენტარი აქვს ქალბატონ გიგაურს ან სხვა რომელიმეს, ვისაც აქვს რაღაც პრეტენზია და გვესაუბრებრებიან დღეს დემოკრატიაზე? მილიარდი დოლარის აქვს კეზერაშვილის კომპანიას ბრუნვა. არავითარი პასუხი არ ჩანს“, – განაცხადა მინისტრმა.

ივლისში The Times of Israel-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ თადარიგის გენერალ გალ ჰირშისთვის ისრაელის სახელმწიფო პროკურორი ბრალის წაყენებას გეგმავს. გამოძიება ჰირშსა და მის სამ პარტნიორს 2007-2009 წლებში დიდი ოდენობით გადასახადების დამალვას და ფინანსურ მაქინაციებს ედავება.

ოთხივე კომპანია „დამცავი ფარის“ მეწილე იყო, რომელიც თუ კონტრაქტებს დავუჯერებთ, საქართველოს 2007-2009 წლებში თავდაცვის სფეროში კონსულტაციებს უწევდა, ჩართული იყო წვრთნის და აღჭურვის პროგრამების მომზადებასა და იარაღის მიწოდებაში. ისრაელის პროკურატურა ამბობს, რომ მაშინ კომპანიამ და მისმა მეწილეებმა 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავალი დამალეს. საქმეში ფიგურირებს მიხაელ ბენიმინი, იგივე მიხეილ ბენიაშვილი, რომელიც დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია.,,იმედინიუსი,,

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია