იურისტი კახა წიქარიშვილი მსჯავრდებული გიორგი დავითაძის შესაძლო გაუპატიურების კადრებზე ამბობს, რომ კადრებში არსებული დეტალები გაუპატიურების ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს.
მისი განმარტებით, გაუპატიურების შემთხვევაში ბადრაგის წევრები შეეცდებოდნენ ვიდეოკამერისგან დაფარვას და ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტის გამო თვალს მაინც გააპარებდნენ კამერისკენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, ჩანდა თუ არა რაიმე.
„რაღაცები გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. დავუშვათ, აქ თუ გაუპატიურება იქნებოდა ეს ადამიანები [ბადრაგები] რასაკვირველია შეეცდებოდნენ კამერისგან დაფარვას, რომ კამერაში ეს არ გამოჩენილიყო და მაღალი ალბათობით კამერისკენ მაინც გაექცეოდათ თვალი. როდესაც ადამიანთა ჯგუფი რაღაცას აკეთებს არაკანონიერს და იციან, მათ კამერა უყურებს, რაღაც მომენტი ადამიანური მომენტია, რომ კამერისკენ თვალი გაექცევა, რომ კამერას ხომ კარგად ვფარავ და რამე ხომ არ მრჩება ისეთი, რაც კამერის დაფარვის გარეშეა. ეს გაუპატიურების საწინააღმდეგოდ მეტყველებს. არცერთი მათგანი პირდაპირ კამერისკენ არ იყურება. თუ ესენი აღიქვამენ, რომ ხდება პატიმრის ხელით გაუპატიურება და თან ცდილობენ, რომ კამერა დაფარონ, მაშინ ლოგიკური იქნება, რომ რომელიმე მათგანს კამერისკენ თვალი გაექცეს, რომ ხომ კარგად ვფარავ და კამერაში ხომ არაფერი ჩანს. ასეთ მომენტი უნდა ყოფილიყო.“- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.