„26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვება არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართულიოცნების“ გამარჯვება, ეს იქნება მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, წინსვლა,აღმშენებლობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან მოახლოებულსაპარლამენტო არჩევნების თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ქართული ოცნება-დემოკრატიულისაქართველოს“ იმ მთავარ გზავნილებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებისასგაჟღერდა.„ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, რა ვითარებაა ქვეყანაში, რა ძალა ებრძვის ჩვენსსახელმწიფოს. პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიცქვეყნის შიგნითაა წარმოდგენილი და იმართება ქვეყნის გარედან. ეს არისდაჯგუფება, რომელიც ყველაფრის მკადრებელია. ხომ წარმოგიდგენიათ, გერქვასპოლიტიკოსი, შენს ქვეყანაში საქმიანობდე და ამავდროულად, შენს ქვეყანასებრძოდე. ეს ადამიანები ბრიუსელში დარბოდნენ და ცდილობდნენ, ქვეყანაშივიზალიბერალიზაცია არ ამოქმედებულიყო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატისსტატუსი არ მიგვეღო და კადრულობდნენ ყველაფერ ცუდს, რაც კი შეიძლებაადამიანმა იკადროს. დღესაც ასე აგრძელებენ. ეს არის ჩვეულებრივი აგენტებისგანშემდგარი დაჯგუფება, რომელიც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახითააწარმოდგენილი. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჯერკიდევ არის საფრთხეები, ზეწოლა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაჩნდეს. ჩვენსქვეყანას ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა. მითუმეტეს იმის ფონზე, რაცმსოფლიოში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩვენს რეგიონში ხდება.ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება,ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა შეუძლია, არის „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა თბილისის მერმა. ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობაზე,რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს. „საუბარი იყო კონსტიტუციურ უმრავლესობაზე და ახსნილი იყო მისიაუცილებლობა. პირველ რიგში, 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ყველამ უნდააგოს პასუხი, ვისაც კონკრეტული წილი მიუძღვის. ეს არის ძალიან მძიმე
დანაშაული, რამაც ტერიტორიული მთლიანობა დაგვაკარგვინა, დაიღუპა
მშვიდობიანი მოსახლეობა, ჯარისკაცები, დავკარგეთ სოფლები, განადგურდა
ინფრასტრუქტურა, მივიღეთ უამრავი ლტოლვილი მოსახლეობა. ამ ყველაფერს
გამოძიება და შესაბამისი პასუხისგება სჭირდება.
ასევე, დღევანდელ მოცემულობაში და მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან
დიდი შანსია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ.
ამისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ გადაწყობა
მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას კარგად ესმის
არსებული გამოწვევები და 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ეს
არ არის მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არის მშვიდობა, ქვეყნის
განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. მჯერა, რომ ქართველი ხალხის
უმრავლესობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – აღნიშნა დედაქალაქის