fbpx

კახა კალაძე უკრაინის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა

კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა. გამოკითხვა ცნობილმა სპორტულმა ვებ-გვერდმა, Sports.ua-მ ჩაატარა.

მეორე-მესამე ადგილებზე გიორგი დემეტრაძე და ჯაბა კანკავა გავიდნენ. კალაძე კიევის „დინამოში“ 1998 წელს გადავიდა და ლეგენდარული მწვრთნელის ვალერი ლობანოვსკის ხელმძღვანელობით 2,5 წელი ითამაშა.

ამ ხნის განმავლობაში ქართველმა მცველმა სამჯერ უკრაინის ჩემპიონატი და ამდენჯერვე ქვეყნის თასი მოიგო.

2001 წელს კალაძემ უკრაინიდან იტალიის „მილანში“ გადავიდა, სადაც წლების განმავლობაში ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და ორჯერ, 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია