fbpx

კახა კალაძე: ანაკლიის პორტის პროექტით ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება

„ჩვეულებრივი სპეკულაციები, აბსურდი და სისულელე
შეიძლება ვუწოდოთ ამ განცხადებებს“, – ამის შესახებ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის
საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის
პროექტთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხებოდა.
მისივე თქმით, პორტის პროექტის განხორციელება
საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესია.
„საქართველო მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი
ინტერესიდან გამომდინარე და ეს არაერთი კონკრეტული
ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება
გამარჯვებულ კომპანიას, ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი
კომპანია მსოფლიოში და ზოგადად, ჩინეთის როლი არის
მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც, რომ 800
მილიარდამდე ვაჭრობა აქვს მას ევროკავშირთან.
საქართველოს გავლით, ტვირთების სულ მცირე 2-3%-ის
გატარება რომ მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის
ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული
პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი
ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა დასუვერენიტეტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ანაკლიის პორტის ძველ პროექტთან
დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის ის პროექტი,
რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი
იყო გასული და არანაირი წინსვლა, არანაირი დაფინანსება.
მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს დაეფინანსებინა. თუ
სახელმწიფო დააფინანსებდა, ხაზარაძე რა საჭირო იყო?!“, –
განაცხადა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება