fbpx

კალაძემ ჩამოთვალა იმ ,,უპოვარი,,მოქალაქეების ქონება,რომლებიც უკანონოდ იტაცებდნენ აფრიკაში მიწებს

მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა არცერთი ოჯახი, არცერთი ადამიანი ცხოვრობდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა,  თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ასე დატაცება.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინ აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის ფარგლებში, მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. ბევრჯერ მისაუბრია ამ თემაზე და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, ქალაქში გვაქვს ბევრი ისეთი უბანი, რაიონი, სადაც მიწებს უკანონოდ იტაცებენ და შემდეგ უკანონოდ შენობა- ნაგებობებს ათავსებენ.

მე სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, გუშინ, სადაც მშენებარე შენობა-ნაგებობების დემონტაჟი იქნა განხორციელებული, არც ერთი ოჯახი, არც ერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიის ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, ასევე, მიტაცებულ მიწებზე აქვთ აშენებული სახლები და ოჯახებით ცხოვრობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებს არ შევხებივართ და მხოლოდ იმ ობიექტების დემოტაჟი განხორციელდა, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობდა. ზოგი საძირკველში იყო,ზოგან ნახევარი იყო ამოშენებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან არაერთხელ გავაფრთხილეთ, თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი, მათ ეს არ გააკეთეს და შესაბამისად, კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთ. მიუღებელია და დაუშვებელია სახელმწიფო ქონების ასე დატაცება და ასე მოპყრობა სახელმწიფო ქონებებზე”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გაჭირვებული ყოფა და მძიმე სოციალური მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა რაღაც მოიპარონ და მიიტაცონ.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, იყოს მხარდაჭერა და შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტი 350 მილიონია, 22 მილიონით იზრდება სოციალური და ჯანდაცვის მიმართულება, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებსა და ოჯახებს, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. მე არასდროს გამიკეთებია განცხადებები და მისარგებლია ამ თემით, პირადად მეც, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, სხვადასხვა დახმარებების სახით მოქალაქეებს გვერდში ვუდგავართ. გუშინ ასევე მძიმე იყო მამა-შვილის ფოტოსურათი, რომელიც გავრცელდა. ვცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, მიზანმიმართულად თითქოს ჩვენ ამ მამა- შვილს დავუნგრიეთ საცხოვრებელი სახლი, რაც დიდი ტყუილია. როდესაც ხდება მიწების დატაცება, ბევრი არის მართლაც სოციალურად დაუველი, გაჭირვებული, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, ვინც მიწების დატაცებისა და შემდგომ შენობა -ნაგებობის განთავსებით ხელს ითბობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე და თუ ვინმე ჰგონია, რომ ვერ მივაგნებთ და არ გამოიკვეთება ის ადამიანი და ადამიანების დაჯგუფება, ცდებიან. ყველაფერი ძალან კარგად მესმის, მესმის გაჭირვება, თავად მაქვს გამოვლილი პერიოდი როცა მიჭირდა, იყო რთული ვითარება, მაგრამ არასდროს გამიკეთებია და არ მიცდია მომეპარა ვინმესთვის, წამერთმია სხვისთვის, თუნდაც სახელმწიფოსთვის. ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ვაკეთებთ კიდეც, რომ გვერდში დავუდგეთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს და მათ ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება”, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ჩამოთვალა ის მოქალაქეები, რომლებსაც აფრიკის დასახლებაში მიტაცებულ მიწებზე ჰქონდათ მშენებლობები დაწყებული.

„აფრიკის დასახლებაში მიტაცებულ სახელმწიფო მიწაზე მშენებარე უკანონო ნაგებობების მფლობელი “სოციალურად დაუცველი” და “უპოვარი” მოქალაქეები:

მოქალაქე ტ.ხ-ს ქარელის რაიონის სოფელ დირბში რეგისტრირებული აქვს 600 კვადრატული მეტრის ოდენობის ქონება.

მოქალაქე შ.ჯ, მცხოვრები სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, ფლობს 4 მსუბუქ ავტომობილს. მამას რეგისტრირებული აქვს 6000 კვ მეტრი სახნავ-სათესი მიწა.

მოქალაქე დ.შ, მცხოვრები ქალაქ თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე ფლობს ბინას, ასევე მამას უფიქსირდება გურამიშვილზე სამი ბინა. ოჯახი ხარაგაულში სოფელ ლეღვანში ფლობს 1255 კვ მიწის ნაკვეთს.

მოქალაქე დ.ტ თბილისში ქიზიყის ქუჩაზე ფლობს ბინას, დედას აქვს სოფელ ჯიმითში 3302 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.

მოქალაქე ვ.ფ თბილისში, გუგუშვილის ქუჩაზე ფლიბს 600 კვადრატული მეტრ ბინის ფართს.

მოქალაქე გ.მ თბილისში ნავთლუღის დასახლებაში ფლობს სახლს. მამას აქვს 568 კვ მეტრი ფართი ნავთლუღის დასახლებაში.

მოქალაქე ნ.ბ რეგისტრირებულია კასპში, მამას აქვს კავთისხევში 1300 კვ მეტრი ნაკვეთი. დედა რეგისტრირებულია ინდმეწარმედ”

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია