fbpx



იუ­მო­რისტსა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს გიგა ნა­სა­რი­ძეს სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

იუ­მო­რისტსა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვისტს გიგა ნა­სა­რი­ძეს სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

ზუ­რაბ ჭიღ­ლა­ძე, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ნა­სა­რი­ძე მის სა­კუთ­რე­ბა­ში უკვე ათი წე­ლია ცხოვ­რობს, ამ­ტკი­ცებს, რომ ცნო­ბი­ლი იუ­მო­რის­ტი ქო­ნე­ბას 2009 წელს უკა­ნო­ნოდ, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხელ­შე­წყო­ბით და­ე­უფ­ლა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ჭიღ­ლა­ძე იხ­სე­ნებს, რომ 2001 წელს ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის 37 ბ ნო­მერ­ში მდე­ბა­რე მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში, 108 კვ.მ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი ამ­ხა­ნა­გო­ბის­გან შე­ი­ძი­ნა. ნას­ყი­დო­ბა სა­ჯა­რო რე­ესტრის ბა­ზა­ში აი­სა­ხა, სა­დაც ბი­ნის მე­სა­კუთ­რედ სწო­რედ ზუ­რაბ ჭიღ­ლა­ძე ფიქ­სირ­დე­ბა.

-0:00

მო­ქა­ლა­ქე იხ­სე­ნებს, რო­გორ და­კარ­გა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა:

– და­რა­ჯად ხომ არ და­ვუდ­გე­ბო­დი მშე­ნე­ბა­რე ბი­ნას?! რო­გორ­ღაც მოხ­და ისე, რომ გიგა ნა­სა­რი­ძე შე­სახ­ლდა ჩემს ბი­ნა­ში. იგი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ცნო­ბი­ლი აქ­ტი­ვის­ტია და სწო­რედ მათი მმარ­თვე­ლო­ბის დროს მოხ­და შე­სახ­ლე­ბა შავ-ბნე­ლი მე­თო­დე­ბით, რო­გორც მათ­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

რო­გორც კი გა­ვი­გე, რომ ჩემ ბი­ნა­ში იყო შეჭ­რი­ლი, იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ვდა­ვობ სა­სა­მარ­თლო­ში. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლა, თუმ­ცა მისი გა­მო­სახ­ლე­ბა ჯერ მა­ინც ვერ შევ­ძე­ლით, რად­გან სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა. ეს პრო­ცე­სე­ბი ისე­დაც დრო­შია გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი და ნა­სა­რი­ძე ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს კი­დევ უფრო გა­ა­ჭი­ა­ნუ­როს – გა­ა­სა­ჩივ­რებს მე­სა­მე ინ­სტან­ცი­ა­შიც და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­დის იქ­ნე­ბა, ვინ იცის… ამა­სო­ბა­ში კი გა­დის წლე­ბი, ცხოვ­რე­ბა და მე ჩემს სახ­ლში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

მო­ვი­თხოვ, დრო­უ­ლად მოხ­დეს ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა და ჩემს სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რებ­ლით სარ­გებ­ლო­ბა შევ­ძლო” – უყ­ვე­ბა AMBEBI.GE-ს ზურა ჭიღ­ლა­ძე.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი კი­ღუ­რა­ძე 2014 წლი­დან იცავს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გვიყ­ვე­ბა, რომ გიგა ნა­სა­რი­ძემ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე ვერ წა­რად­გი­ნა ვე­რა­ნა­ი­რი დო­კუ­მენ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რის გა­მოც მან პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში ბრძო­ლა წა­ა­გო.

– ჩვენ გა­ვაქვს პრე­ტენ­ზია მთლი­ა­ნად სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ. სა­ჯა­რო რე­ესტრთან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზია ვერ გვექ­ნე­ბა, რად­გან ჩა­ნა­წე­რი არ­სე­ბობს, რომ ეს ფარ­თი ჭიღ­ლა­ძის სა­კუთ­რე­ბაა და არ­სე­ბობ­და მა­ში­ნაც, რო­დე­საც ნა­სა­რი­ძემ ვი­თომ “შე­ი­ძი­ნა”. იგი ან შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­ეც­ნო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მებს, ან გა­ეც­ნო და უგუ­ლე­ბელ­ყო, რად­გან ასე აწყობ­და.

წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, 5 წელი გი­წევ­დეს ადა­მი­ა­ნის გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე დავა. უდი­დე­სი პრობ­ლე­მაა ის, რომ ვე­რა­ნა­ი­რი ვა­დე­ბის დათ­ქმა და კონ­ტრო­ლი ვერ ხერ­ხდე­ბა სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბის გან­ხილ­ვი­სას და უსას­რუ­ლოდ ჭი­ა­ნურ­დე­ბა პრო­ცე­სი. მა­შინ, რო­დე­საც ამა თუ იმ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტას ადა­მი­ა­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ასე­თი კა­ტე­გო­რი­ის საქ­მე­ებ­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სი ამ­ბობს, რომ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით უნდა მოხ­დეს გან­ხილ­ვა, მაგ­რამ გა­მო­დის, რომ ეს ნორ­მა არის მკვდრად­შო­ბი­ლი.

ჩვენ მო­ვი­გეთ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო, წე­სით ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გიგა ნა­სა­რი­ძე უნდა გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ მას არა­ვინ იყე­ნებს – ძა­ლი­ან მან­კი­ე­რი პრაქ­ტი­კაა, რაც გა­მო­სახ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბობს. როცა ადა­მი­ა­ნი უკა­ნო­ნოდ არის შე­სახ­ლე­ბუ­ლი სხვის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში, რა­ტომ არ ასახ­ლე­ბენ მას პირ­ვე­ლი­ვე ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით?!” – ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი,წყარო AMBEBI.GE

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია