fbpx

ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა-თეონა თამაზაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. ბაჩალიაშვილის დედა პრემიერ მინისტრთან ითხოვს შეხვედრას.

„დარბიან ვირთხებივით რომ შეკერონ მასალები. მე ამას არ დავუშვებ, ირინა ენუქიძე მოგონილი იქნება. დამისახელონ ის სამი ადამიანი ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა, თორემ დაძრულია მთელი საქართველო. სლენგიც არის შექმნილი რომ არის მკვლელი მთავრობა, ჯობია გონს მოეგონ. სანამ გადაუყოლებიათ ნაბანი წყლისთვის ბავშვი და მთავრობა, დაასახელონ სამი ადამიანი, ვის ფაილებშიც შეაღწია ჩემმა შვილმა და ვინც ჯგუფურად მოკლა ჩემი შვილი. მოვითხოვ გახარიასთან შეხვედრას, პირადად მინდა ვესაუბრო,- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ოჯახს საგამოძიებო უწყებასთან კითხვები აქვს, ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით

საქმე ეხება გუშინ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა საიდუმლო საიდუმლო ფაილები გახსნა, რომელიც ქართველ მაღალჩინოსნებს ეხებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩინარების დღეს, დილით, 10:15 წუთზე დაურეკეს. ზარი „ვოთსაფის“ საშუალებით განხორციელდა და გოგოს კონკრეტულ მისამართზე მისვლა სთხოვეს.

ზარის ავტორს თამარი იცნობდა, რადგან იმ თემაზე, რაზეც შეეხმიანნენ, საუბარი ჰქონდათ გასული დღეების განმავლობაშიც. „ფორმულას“ ცნობით ახალგაზრდა პროგრამისტმა, ერთ-ერთ პროგრამაზე მუშაობისას, გახსნა საიდუმლო ფაილები. საუბარია ქართველი მაღალჩინოსნების, კერძოდ, 3 ადამიანის კომპრომატებზე.

გაუზიარე!

Shares