fbpx



ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობისას მიბარებს ხელმძღვანელი პირი და მეუბნება…სამხედრო ვეტერანი ედაურდ ჯიშკარიანი

სამხედრო ვეტერანი, ვიცე- პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი წერს- ეს ის პერიოდია როცა ოქრუაშვილი ახალი დანიშნულია თავდაცვის მინისტრის პოსტზე, გადმოყვა შსს-დან თავისი ,,სასტავი,, და ჭკუაზე არ არიან. რა წესდება, რის სახელმძღვანელო, რის მარეგულირებელი დოკუმენტები და კანონები, თვითონ არიან კანონიც და ;უსტავიც;.
მოკლედ მაგ პერიოდში ჩემი სამსახურიდან გამომდინარე მეხებოდა ოფიცრებზე და მსმენელების გამოცდების მიღება-მომზადება(ზუსტ საშტატო დასახელებას არ ვწერ).
ერთ დღესაც მიბარებს ხელმძღვანელი პირი და მეუბნება:
ხვალ ერთი პირი მოვა მინისტრის აპარატიდან, შეიარაღების შესყიდვის და ლიცენზირების სამართველოს უფროსად ინიშნება და რადგან სამხედრო შტატია ამისთვის სასწრაფოდ სამხედრო წოდების მინიჭება ჭირდება, ტესტირება მოამზადე და უმცროსი ლეიტენანტის კვალიფიკაციის შესაბამისი ჩაუტარე.

მოვიდა მეორე დილით გორელი(სოფელიც ტყვიავი მახსოვს, თუმცა აბსოლიტური დარწმუნებით ვერ ვიტყვი) ახალგაზრდა, მივესალმე, ინსტრუქტაჟი ჩაუტარე, მივეცი საგამოცდო საკითხები და დრო დაუნიშნე.

უყურებს ეს გორელი ახალგაზრდა ამ საკითხებს, ჩაიკითხა ბოლომდე მაგრამ სახეზე ვატყობ მოდებაში არ არის.
ბოლოს ადგა და მითხრა, რომ ეს საკითხები მან არ იცის და ჯართან შეხება არასდროს ქონია.
რაღას ვიზამდი, გავაფორმე შესაბამისი ოქმი და წაერუდგინე ხელმძღვანელს.

ზუსტად ერთ საათში ატყდა უბედურება, რაღაც ისეთი ტესტი შესთავაზეთ ალბათ რაც ძლელი იყოო, აქეთ დაგვამუნათეს მინისტრის აპარატიდან.

რაღას ვიზამდი, დავწიე ტესტირების დონე და სერჟანტის საკვალიფიკაციო ტესტირება მოვამზადე,მაგრამ მეორე დღეს იგივე სცენარი განმეორდა.

მესამე დღისთვის კურსანტის აკადემიაში ჩასარიცხი სტანდარტის მინიმალური დონის ტესტი შევარჩიე, რომელიც ყველა ჯარისკაცი, ვისაც აკადემიაში მოხვედრა სურს, უპრობლემოთ აბარებს. ამ მინიმალური დონის ტესტირებაზეც იგივე შედეგი, კაცი მოდებაში არ იყო ელემენტარულ საკითხებშიც სამხედრო საქმის.
ამ გამოცდების ჩატარების სამ დღიან შუალედში, რაქმაუნდა საუბარიც წარიმართა სხვადასხვა თემაზე. მან გაოცება ვერ დამალა როცა გაიგო რომ ვიცე-პოლკოვნიკის წოდების მისაღწევად 15 წელი დამჭირდა, მან ეს ასე განმარტა:
მაქსიმუმ წელიწადში მაიორი ვიქნები და ორ წელიწადში პოლკოვნიკი, გენერლობა არ მაინტერესებს თვარა მაგიც არაა პრობლემა.

მაგრამ ყველაზე მეტი საინტერესო ის იყო, როცა იარაღზე ჩამოგვივარდა საუბარი. მკითხა თუ რა იარაღს ვანიჭებდი უპირატესობას?
მეც უპასუხე რომ როგორც სამხედრო პირი 14 კალიბრიანზე წვრილ კალიბრს არა ეფექტურად მივიჩნევ ბრძოლის ველისთვის და შესაბამისად მასზე მსხვილი კალიბრებს ვანიჭებ უპირატესობას მეთქი.

გაეცინა და მიპასუხა:
რა 14 კალიბრი?! ეეე, შეც ხარ რაა)) აი მე 45 კალიბრიანი კოლტი მაქვს, აი ის არის მოშნი)) რა 14 კალიბრიანი?!
დაასრულა ეს მონოლოგი და რომ გადმომხედა, ალბათ ისეთი გაოგნებული სახის გამომეტყველება მქონდა რომ გამარჯვებათ აღითქვა.

ხო რამ გამახსენა ეს ისტორია?!
ოქრუაშვილს უთქვამს, ღარიბაშვილი ინტელექტის გამო არ მივიღე სამსახურშიო.???

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია