fbpx

იდიოტებისთვის: დემოკრატიის სამშობლო ქუჩაა-გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის ეთერში ამბობს:

“ოპოაზიცია მრავალფეროვანია, მრავალწახნაგოვანი, მრავალსართულიანი, რთული პროცესია… წამსვლელი უნდა წავიდეს. მიმდევარი ვარ ძველი იაპონური სიბრძნის” არ შეაკავო მომსვლელი, არ შეაჩერო წამსვლელი.” რაც მეტი დრო გადის, უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას ის მონოლითი დაარღვიოს, რაც ისახება ოპოზიციაში.

მე პირადად მიმაჩნია და მყავს თანამოაზრეებიც, რომ ოპოზიციამ, გარდა ბოიკოტისა, უნდა შესთავაზოს საზოგადოებას პოლიტიკური დღის წესრიგი. ოპოზიცია არ არის პარლამენტის შენობაში, მაგრამ ჩვენ აგვირჩია ხალხმა, ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ორგანო, რაღაც ჭერქვეშ შევიკრიბოთ და გადავიდეთ მუშაობაზე.

როცა ვამბობთ რომ ხელისუფლებას უნდა დავათმობინოთ საარჩევნო კანონი – ოპოზიციას გვაქვს საარჩევნო კანონის ერთიანი ვარიანტი? არა გვაქვს.

ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ოპოზიოციაში პოზიტივია და ხელისუფლებაში – ნეგატივი. ჩვენ უნდა დავდოთ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი. სამუშაო ბევრი გვაქვს. “ლელოს” კარგი პროგრამა აქვს, “მარშალის გეგმა”, გიორგი ვაშაძესაც თავისი მოსაზრებები აქვს, “ენმ”-საც – ამ პროგრამების შეკუმშვას და ერთ პროგრამად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ექნება.

დრო ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს, საკუთარი წონით გაისრისება “ქართული ოცნება”, ხელის მიყოლებაც არ დაჭირდეს, შეიძლება. პარალელურ რეჟიმში, საჭიროა ზეწოლა ხელისუფლებაზე, რახან ქუჩაში დავრჩით, ქუჩა უნდა ავიღოთ ხელში… აქციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი…

ოპოზიცია არ არის გლადიატორების კრებული, საზოგადოებამაც უნდა გამოიღოს ხელი. ქვეყანა მიდის მოუსავლეთისკენ. ოპოზიციას რაც შეუძლია გააკეთებს, მაგრამ პროტესტს სჭირდება მართვა, თორემ, ასე თუ გაგრძელდა, უნამუსოებთან საუბარს აზრი არა აქვს. ეს ხელისუფლება დაანგრევს ქვეყანას. ოპოზიცია და საზოგადოება განწირულია თანამშრომლობისთვის, რაც უფრო დროულად მივხვდებით ამას, უკეთესი იქნება. ჩვენ არა ვართ სუპერმენები. ამ საქმეში დიდი და მცირე არ არის. ქუჩას აქვს ძალიან დიდი ძალა.

იდიოტებისთვის: დემოკრატიის სამშობლო ქუჩაა. საქართველოშიც ქუჩას ბევრი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. ეროვნული მოძრაობაც ქუჩიდან მოდიოდა. დღევანდელი ქართული ოცნება არა ხართ ამ ქვეყნის არისტოკრატია, არა ხართ ამ ქვეყნის მარილი, ამიტომ თქვენ როგორც გინდათ ისე ვერ იქნება, ელოდეთ სიუპრიზებს ქართველი ხალხისგან

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება