fbpx



იაკობ ბრეგვაძე ამბობს,რომ ჯობდა ის მომკვდარიყო, ვიდრე გიორგი! 19 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირდაპირ ნიკა გვარამიას-ნათია ბერიძე


ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში წერს – გიორგი შაქარაშვილის თემას აქამდე შეგნებულად არ შევხებივარ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე , მაგრამ გადავწყვიტე ამდენი ხნის დაკვირვებისა და შესწავლის შემდეგ დავწერო , იმედი მაქვს , სააგენტოები დაინტერესდებიან ამ თემით!
პირველ რიგში , ვუსამძიმრებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახსა და ახლობლებს, გიორგის ცათა სასუფეველი დაუმკვისროს უფალმა!
ვწერ სიმართლეს და პირადი გამოძიებისა და წყაროებზე დაყრდნობით დეტალებს, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოს საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა ყურადღება.

დიდი და საშინელი ზეწოლა მიმდინარეობს მოწმის – იაკობ ბრეგვაძის მიმართ, ამიტომ, გადავწყვიტე მისი მდგომარეობით დაინტერესება და სიმართლის გარკვევა! აუცილებლად უნდა გაგაცნოთ საქმის დეტალები, რომელიც გავარკვიე!

  • 1) იაკობ ბრეგვაძე დაბადების დღეზე იმყოფებოდა სტუმრის რანგში და არა ფოტოგრაფის, შესაბამისად, მას კამერა არ ამოუღია დაბადების დღეზე და არ გადაუღია არაფერი, ამის დადასტურება შეუძლია ყველას, ვინც იმ დაბადების დღეზე იმყოფებოდა. თუნდაც ერთი ფოტო რომ გადაეღო , ამდენი ადამიანიდან ვინმე მაინც შეამჩნევდა …
  • 2. იაკობ ბრეგვაძე ორ თვეზე მეტია არ ცხოვრობს თავის სახლში და გადასულია მეგობართან საქმიანობიდან გამომდინარე, შესაბამისად , გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაკობი მხოლოდ ინცინდენტის შემდეგ არ მიდის სახლში, არის ტყუილი და ამას დაადასტურებს ყველა, მათ შორის მოისი მეზობლები და მეგობრები.
  • 3. იაკობმა მხოლოდ ხიდზე გადასვლისას ამოიღო კამერა, იგი პარკურისტია და აპირებდა საკუთარი ვლოგისთვის ვიდეოს გადაღებას, რომელი კადრებიც გავრცელდა პროკურატურის მიერ.
  • 4. იაკობი არ არის ჩხუბში გაწვრთნილი და მოქუჩისბიჭო ბავშვი, რომ ჩხუბში ჩართულიყო, შესაბამისად, მოახლოებული საფრთხისას ის გაიქცა და კამერის ჩართვა, ლოგიკურია , აზრად არ მოუვიდა… ეს მარტივი ლოგიკა და ადამიანური ინსტინქტია, რომელიც, ნებისმიერ ფსიქოლოგს შეუძლია დადასტურება.
  • 5. იაკობმა თავისი სურვილით დარეკა პოლიციაში, ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი მისი სატელეფონო ზარების ამოღება და გასაჯაროვება, 21-ე საუკუნეა ვერ დაგვაგოიმებთ მელაძეები და გვარამიები!
  • 6. იაკობს ნინო გიორგობიანთან არ დაურეკავს, ამასაც მარტივად ნახავთ სატელეფონო ამონაწერში…აქაც დიდი “ხალიავა გაქვთ ნაცებო”
  • 7. თითქმის ორსაათიანი ლოდინის შემდეგ, როდესაც ყველა სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა, გააქცუნეს, გაეკიდნენ თუ რაც მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაწყნარდა ყველაფერი, ლოგიკურად შენობაში დამალულ იაკობს ინცინდენტის გაგრძელებაზე არ ჰქონდა ინფორმაცია და როცა მას 112 -მა მორიგჯერ დაურეკა მისამართის დასაზუსტებლად , იაკობმა უთხრა , რომ დაწყნარდა ყველაფერი და ჩხუბი აღარ იყო იქ, რაც იყო სიმართლე!
  • 8. მან საკუთარი სურვილით ჩააბარა ნივთები. თავად დარეკა პოლიციაში და ესეიგი საკუთარი სურვილით ითანამშრომლა გამოძიებასთან, თუ პოლიციაში დარეკა, ესეიგი არც არაფერში აწყობდა რამის დამალვა, მითუმეტეს არარსებულ კადრებს ვერ წაშლიდა.
  • 9. იაკობი პოლიციამ ჩამოიყვანა თბილისში, გამოძახებიდან დიდი დროის შემდეგ მისულ პოლიციას სიტუაცია რადგან ჩაწყნარებული დახვდა, იაკობმა სთხოვა თბილისამდე ჩამოყვანა. იმიტომ, რომ გამოძახებული ტაქსები არ მივიდნენ და ბავშვი მარტო დარჩა ტყეში.
  • 10. მორაგბეების განცხადებით, ისინი მოდიოდნენ ახალგაზრდების ჩამოსაყვანად, თუმცა 6 მორაგბეთი სავსე მანქანაში სად აპირებდნენ დანარჩენების ჩასმას, ცოტა გაურკვეველია , ამიტომ საქმის მწარმოებლებს და ჟურნალისტებს ვთხოვთ დაუსვან ეს კითხვა სპორტსმენების უფლებადამცველს. ფიზიკის კანონის თანახმად, მანქანა ხალხის რაოდენობის შესაბამისად არ იცვლოს ფორმას.
  • 11. თუ გასაშველებლად ან დასამშვიდებლად და შესარიგებლად ჩავიდნენ თბილისიდან კუნთმაგარი ბიჭები, რაში სჭირდებოდათ ხელკეტები და რატომ გაეკიდნენ გინებით ახალგაზრდებს. შერიგების ეს მეთოდი გაუგებარია!
  • 12. ზვიად კუპრავა ცრუობს და 100% შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნინო გიორგობიანისა და იაკობ ბრეგვაძის ნათესაური კავშირები მისი გარკვეული არ არის, უბრალოდ, გამოიყენეს ინფორმაციის გასავრცელებლად, რადგან უმოქმედობა უფულობას ნიშნავს კუპრავასთვის და ამ ამბის გახმოვანებაში ფული აიღო, მას აქვს პირადი ინტერესები ნინო გიორგობიანს მოსცხოს ჩირქი და თუ თავად არ აპირებს ამ ინტერესებზე საუბარს, მე არ გამიჭირდება და ვიტყვი, არჩევანის უფლებას ვუტოვებ მოყვეს სიმართლე და აღიაროს ტელევიზიებისთვის მოხდილი ბოდიში ,რომ ექსკლუზივი მისცა ტვ პირველს, არის ფარსი, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და რომც მოენდომებინა, სხვა არხს ვერ მისცემდა “ექსკლუზივს”
  • 13. ნინო გიორგობიანმა 22-23 რიცხვში გაიგო, რომ იაკობი იყო ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ამის დამტკიცება შესაძლებელია ნინო გიორგობიანის სატელეფონო ჩანაწერების ამოღებით.
  • 14. გიორგობიანის ჩარევა საქმეში არის კიდევ ერთი უნიჭო მცდელობა საქმის გაგირგვლიანებისა და საკუთარი უუნარობის გადაფარვის ნაციონალური კლასტერის მიერ! საბედნიეროდ, 8 წელია ნათესარი კავშირები და ახლობლობა აღარ წყვეტს ამ ქვეყანაში სამართალს, რასაც ვერ ვიტყვი იმ ადამიანების მთავრობაში ყოფნის პერიოდზე, ვინც ახლა თმას იგლეჯს “სამართლის საძიებლად”
  • 15. იაკობ ბრეგვაძე ამბობს,რომ ჯობდა ის მომკვდარიყო, ვიდრე გიორგი! 19 წლის ახალგაზრდას ფსიქოლოგიურ და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირდაპირ ნიკა გვარამიას, ნოდარ მელაძეს და იმ ჟურნალისტებს , ვინც აიძულა ტროლები და ბოტები იაკობისთვის მოეწყოთ სოციალურ ქსელში შეტევა!
  • 16. რატომ გადაიცვა იაკობ ბრეგვაძემ ქალაქგარეთ საღამოს საათებში ჰუდი-იმიტომ რომ აგრილდა!

ეს ინფორმაცია არის მარტივი დასადგენი მათთვის, ვინც
მოინდომებს, არ დამჭირვებია მთავრეზე გაფრენა იმისთვის, რომ გამერკვია დეტალები! ამიტომ შეეშვით სიცრუის ტირაჟირებას, კუპრავა მაინც არაფრის მაქნისია!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია