fbpx

“თქვენ ნამდვილად გახიეთ ნაკერავზე “ნაციონალური მოძრაობა” – ბადრი შუბლაძე გრიგოლ ვაშაძეს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას სოციალურ ქსელში ბადრი შუბლაძე ეხმაურება.

„ბატონ გრიგოლ ვაშაძეს!

თქვენ, ნამდვილად „გახიეთ ნაკერავზე“ ოღონდ არა ე.წ. „ქართული ოცნება“, არამედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

გარწმუნებთ, ვერ გახევთ! ვისაც ჩვენთან არ უნდა არც ჩვენ გვჭირდება. მშვიდობით“,- წერს ბადრი შუბლაძე.

შეგახსენებთ, რომ ფრაზა “გაგხევთ ნაკერავზე” გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან გიგი უგულავას დაპატიმრების კომენტირებისას გამოიყენა.

“არ უნდა დაგვავიწყდეს არც გიორგი რურუა, არც ირაკლი ოქრუაშვილი, და არც სხვა პოლიტპატიმარი. მაშინ როდესაც დღეს ოპოზიცია აქ იყო შეკრებილი და მსჯელობდა, კიდევ ერთხელ გვითხრა ოლიგარქიულმა რეჟიმმა, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი პროპორციული არჩევნებიც და ყველაფერიც. პირველივე დღიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ შეხვედრების მიმართ. ვინც არ უნდა ჩასვან ციხეში, ამ ტალღის გაჩერება შეუძლებელია. გიგი რომ ციხეში წავა, ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება, რომ ოპოზიცია შეიკრიბოს მაგიდასთან, შეთანხმდეს ერთობლივ მოქმედებაზე, არ დაუყენონ თავიანთი კანდიდატები და ვინც ამას გააკეთებს ოლიგარქიული რეჟიმის ნაწილი იქნება. გაგხევთ ნაკერავზე ვინც არ უნდა ჩასვათ ციხეში”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია