fbpx



თუ რეალური ცვლილებები არ დაიწყო, უკრაინა შეიძლება გაქრეს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ყველა რეგიონში ცენტრიდანული განწყობები გაძლიერდა, რის გამოც ქვეყანა დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ მან ტელეარხ Україна24-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ უკრაინა პოლიტიკური რუკიდან არ გაქრეს, აუცილებელია, ოპერატიულად რეფორმები გატარდეს.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს – დიახ, თუ რეალური ცვლილებები არ დაიწყო, ქვეყანა შეიძლება გაქრეს. ნუ მოვატყუებთ საკუთარ თავს – რეგიონებში, ყველა მიმართულებით ცენტრიდანული განწყობები საგრძნობლად გაძლიერდა“, – განაცხადა სააკაშვილმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია