fbpx

თუ პომპეო ჩამოდის იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს დროს ხალხის მობილიზება უნდა მოხდეს. ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას რას შეიძლება უკავშირდებოდეს სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი.

“ერთი რამ ვიცი, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებულია და ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის თუ პომპეო ჩამოდის იმ დღესაც უნდა იყოს მასობრივი მობილიზაცია ხალხის. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს რომ ქართველი ერი დასაჩაგრი არ არის,”-აცხადებს სააკაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია რომ 17-18 ნოემბერს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი  შეხვედება გიორგი გახარიას, სალომე ზურაბიშვილს და დავით ზალკალიანს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია