fbpx

თურქეთმა ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი

თურქეთმა სომხეთთან კონფლიქტში აზერბაიჯანს დაუჭირა მხარი. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთი აზეირბაიჯანი ძმების გვერდით დგას

„თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, ყველა თავისი შესაძლებლობით, დგას თავის აზერბაიჯანელ ძმებთან. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელსაც არ შეუძლია აუცილებელი, ადექვატური რეაქცია გამოხატოს სომხეთის აგრესიაზე, კიდევ ერთხელ აჩვენა ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა. მინსკის ტრიო, რომელიც 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერდა თავის დაუდევარ პოზიციას, არ არის კონფლიქტის დარეგულირებისკენ ორიენტირებული“, – განაცხადა ერდორანმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.

მოგვიანებით სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს აზეირბაიჯანური მხარე უპასუხოდ არ დატოვებდა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია