fbpx

თელავში,შუამთის გადასახვევთან აღარ დამელოდება მომღიმარი ,,კეჭია,,-ნინო ჯღარკავა

ორი დღის წინ დაასაფლავეს, ვერ გამოვემშვიდობე, ვერაგმა ვირუსმა იმსხვერპლა თბილისისა და თელავის კოლორიტი პოლიციელი ომარ იმერლიშვილი ,,კეჭია,,

1997 წელს გავიცანი ,თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსი იყო მაშინ,გადაღებაზე ჩავედი 1 არხიდან ,ინტერვიუში თბილისური ტო რომ გამოურია ,მა თელავითქოოო ვეხუმრე,თბილისელი კაცი ასე გავხდი თელაველიოო მიპასუხა,მის მიერ დაჭერილ კრიმინალებზე ლეგენდები დადის დღესაც, ჩემთვის კი უსაყვარლეს უფროს მეგობრად დარჩა, ყოველ წელს ჩავვდიოდი თელავში, ყოველ წელს ,,კეჭიას,, გარეშე სუფრა არ იშლებოდა,თავის განუყრელი გიტარით და ,,ბლატნოი,, სიმღერებით მოგვეფერებოდა, მერე პოლიტიკაზე ჩამიგდებდა სიტყვას,მიყვარხარ ძალიანო მეტყოდა, შენ სულ მართალი ხაროო მასიამოვნებდა, მადღეგრძელებდა, მიმღერებდა, მომიყვებოდა ათასჯერ მოყოლილ ისტორიებს, მე ვიცინოდი, თითქოს პირველად ვისმენდი და მერე ისევ მელოდა თელავში შემდეგ წელს,,მესამე შვილიშვილი რომ შეეძინა ,,ობიექტივის,, პირდაპირ ეთერში მიმყავდა გადაცემა,იქიდან მივულოცე, გახარებულმა დამირეკა, არ ველოდიოო;

ახლა კი ორი დღეა მინდა დავწერო რაღაც და ვერ ვწერ, ყელში ბურთი მებჯინება, ვიცი აწი თელავში შუამთის გადასახვევთან აღარ დამელოდება მომღიმარი ,,კეჭია,, აღარც იმას მეტყვის ნინიჩკა ტოო სად დაიკარგე აი სულ აიღე თელაველებზე ხელიო, ნათელში იყავი ჩემო უფროსო მეგობარო, მომენატრები :((( ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ,,იქსნიუსი,, იზიარებს ოჯახის მწუხარებას

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია