fbpx



თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ-ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი,თავდაცვის მინისტრი-„დღეს მივიღეთ შესაბამისი დადგენილება, რომლის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული 5 000-მდე ბინა ფაქტობრივ მფლობელებს დაუკანონდებათ. ეს ბინები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ხონსა და სენაკში მდებარეობს და ისინი ყოფილ და მოქმედ სამხედროებს, სოციალურად დაუცველებს და დევნილებს გადაეცემა.

წლების განმავლობაში ეს მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა, რომელიც უამრავ სირთულეს წარმოშობდა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ ამ ბინებში უმძიმეს სოციალურ პირობებში უწევდათ ცხოვრება. ეს ეს ვითარება პრობლემას უქმნიდა როგორც სამინისტროს, ასევე ამ ფართობებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ადამიანები ამ გადაწყვეტილებას წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ჩვენი გადაწყვეტილებით, 5 000-მდე ოჯახს ამ ფართებით საკუთრებაში გადაცემით საშუალება მიეცემათ, ისარგებლონ სახელმწიფოს მხარდაჭერით და ამხანაგობების პროგრამებით მოაგვარონ საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა, შეაკეთონ სახურავები, სადარბაზოები და სხვა. ამავდროულად, ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებენ ის ოჯახებიც, რომლებიც მართლზომიერად ფლობენ ამ საცხოვრებელ შენობებსა და კორპუსებში საკუთრებას, მაგრამ ბინების გარკვეული ნაწილის საკუთრებაში არარსებობის გამო ვერც ისინი აყალიბებდნენ ამხანაგობებს. მადლობას ვუხდი ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს, მთავრობის ადმინისტრაციას ამ პროცესში ჩართულობისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია