fbpx



თავდასხმა ბელგიაში, ქალაქ ბრიუგეს ბურგომისტრი დაჭრეს

როგორც ბელგიის პოლიცია იუწყება, ბელგიის ვენეციად წოდებული ქალაქის ბრიუგეს ბურგომისტრს (მერი) დირკ დე ფაუს თავს დაესხა მამაკაცი რომელმაც კისრის არეში დანა დაარტყა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია ხოლო ბურგომისტრი დირკ დე ფაუ ჰოსპიტალიზირებული, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიცია ასევე აღნიშნავს რომ, თავდამსხმელის ვინაობას ჯერ ჯერობით, არ ასახელებენ.

ამასთანავე, პრესისთვის სპეციალური კომენტარი გააკეთა ფლანდრიის ქრისტიან დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ იოაჰიმ კოენსმა, რომელმაც განაცხადა რომ, ჯერ ჯერობით არავინ არ იცის რა გახდა დირკ დე ფაუზე თავდასხმის მიზეზი

აღსანიშნავია რომ, ბრიუგეს ბურგომისტრი დირკ დე ფაუ ბელგიაში საკმაოდ პოპულარული და ერთ-ერთი ყველაზე გაწონასწორებული და პატივსაცემი პოლიტიკოსია..წყარო ინფორმერი ,ავტორი გიორგი ფოფხაძე

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია