fbpx



ვინც იცის კოდორის ,,პერევალი,, ახლა შეუძლებელია იქ ადამიანის გადასვლა – ბაჩო არღვლიანის პასუხი ნიკა გვარამიას ბრალდებაზე

ტელეკომპანია ,,მთავარის,,დირექტორმა ნიკა გვარამიამ სკანდალური განცხადება გააკეთა:

მისი ,,წყაროს” ინფორმაციით ზუგდიდში , “საქართველოს ბანკზე ” თავდამსხმელი კოდორის ხეობით გადასულია აფხაზეთში , მას იქ დახვდა ბაჩო არღვლიანი ყალბი პასპორტებით და საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანა – ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.

ბაჩო არღვლიანი პოლიტპატიმარ ნორა კვიციანის შვილია ,რომელიც 20 წელია ცხოვრობს სოხუმში.

” იქსნიუსი ” დაუკავშირდა ბაჩო არღვლიანს და მასთან ექსკლუზიური მოკლე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

” მე ბევრი წლებია არ ვარ საქართველოში, 5 წელია კოდორშიც ვერ გადავდივარ , ბოლოს ბიძაჩემის სანახავად ვიყავი. ზუგდიდში მომხდარი ფაქტი წუხელ ინტერნეტით ვნახე. წარმოდგენა არ მაქვს ჩემმა სახელმა რატომ გაიჟღერა – ინტერვიუებს მე არ ვიძლევი .

შენ, ნინო პატივს გცემ და ამიტომ გესაუბრები . სამართლიანი ხარ , ვინც იცის ახლა კოდორის “პერევალი”, გამორიცხულია იქ ადამიანის გადასვლა ! არ მჯერა, გამტაცებელი ვერანაირად ვერ გადმოვიდოდა აფხაზეთში კოდორის გავლით, მე ცოცხალიც არ მგონია ეგ უკვე…

წლების წინ ძალიან მყავს გამწარებული სააკაშვილი, იუსტიციის მინისტრი როცა იყო და მის გარემოცვაში ახლაც მყავს მტრები , არც აქ ვარ უსაფრთხოდ სოხუმში ; სააკაშვილის ნარჩენები ცდილობენ აქაც მომწვდნენ , ქილერებს მიგზავნიან…

ნეტავ შემეძლოს საქართველოში ჩამოსვლა. დედა არ მინახავს რამდენი ხანია , კონტაქტი მხოლოდ დედასთან და მეუღლესთან მაქვს, ისიც სატელეფონო , რა კავშირი უნდა მქონდეს მე ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან, ეს ხომ აბსურდია – განაცხადა სატელეფონო საუბარში ბაჩო არღვლიანმა.

ავტორი: ნინო ჯღარკავა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია