fbpx



ვანო ჩხარტიშვილი: არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ დავაფინანსებ და არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ ვაპირებ გაწევრიანებას

ვანო ჩხარტიშვილმა 10 ივლისის „ღამის კურიერში“ ირაკლი იმნაიშვილის კითხვაზე, გვარი ჩხარტიშვილი შეიძლება თუ არა ვიხილოთ 2020-ში ოცნების შემომწირველთა სიაში, უპასუხა: „არც ერთ პოლიტიკურ მოძრაობას არ დავაფინანსებ და არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში არ ვაპირებ გაწევრიანებას, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები. ჩვენ გვაქვს ჩვენი ამოცანა, მე მაქვს საქართველოში ძალიან დიდი ინდუსტრიული ჯგუფი. ჩვენ წელიწადში ვიხდით 70 მილიონ ლარს ბიუჯეტში.

დასაქმებული მყავს 2,000 ადამიანი, ვარ საქველმოქმედო 2 დიდი პროექტის ხელმძღვანელი, ძალიან მაღალ ბიუჯეტიან., ჩვენ გვაქვს გალობის უნივერსიტეტი, გალობის ფონდი, ვმონაწილეობთ კულტურულ პროექტებში, ვმონაწილეობთ განათლების პროექტებში. ასევე გვაქვს საერთაშორისო ფონდი სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის. ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ საქართველოში ძალიან მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში, ოღონდ არა პოლიტიკაში, პოლიტიკაში მონაწილეობის გარეშე.

მე რა თქმა უნდა მიყვარს ეს ქვეყანა, არათუ მიყვარს, მაგიტომ დავბრუნდი ბრიტანეთიდან, მე შემეძლო ნებისმიერ ქვეყანაში მეცხოვრა, მაგრამ პირობები არ არის გადამწყვეტი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემი ოზურგეთი, საიდანაც ვარ, ჩემი მშობლების საფლავები და მე  ვცხოვრობ იმით, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია მქონდეს და კახეთში შეგნებულად არ ვიყიდეთ ვენახები, იმის გამო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ამაში ჩართული“.

ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „ჩვენი ურთიერთობები ბატონ ბიძინასთან შემოიფარგლება აბსოლუტურად იმით, რომ ძალიან მადლობლები ვართ, რომ ჩვენ და ჩვენი ოჯახი დაგვაბრუნა საქართველოში. ჩვენი ურთიერთობები არის ძალიან ღირსეულად. მე ბუნებრივია უდიდეს პატივს ვცემ მის ოჯახს, მის მოღვაწეობას საქართველოში, მის ქველმოქმედებას. ამიტომ, არა მგონია, რომ ფინანსურად ერთმანეთის დახმარება იყოს საჭირო. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვენს გეგმებში არ შედის. მე ვთვლი, რომ პოლიტიკური პროცესები ძალიან კარგად მიდის, ქვეყანა წინსვლაზეა, აბსოლუტურად დემოკრატიულად მიდის პროცესები“.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია