fbpx



ეს ლურჯთვალა გოგო პოლიტდევნილი ლევან მამალაძის ცოლია,მათ აქვთ უფლება იცხოვრონ სამშობლოში-ნინო ჯღარკავა

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

დღეს გავაცილე ეს ლურჯთვალა გოგო აეროპორტში, ახლაც ზუსტად ასეთია, როგორც ამ ფოტოზე იყო 15 წლის წინ, დღესაც უცრემლოდ ვერ იხსენებს იმ ღამეს, როცა ორი წლის ლეგა, ასე მიხუტებული,ერთი ჩანთით და ორი ასევე მცირეწლოვანი 7წლის ნიკოლოზით და 6 წლის ანა-მარიათი, ტანჯვა წამებით გადაიყვანა ვალეს საზღვარზე და სამი შვილით მარტო ჩააღწია ლუგანსკამდე, იქ როგორ ცხოვრობდა გარაჟების თავზე ნახერხში, როგორ დადიოდნენ ბავშვები სკოლაში სხვისი გვარით, როგორ დაემართა ამ პატარა ანგელოზს 7 წლის ასაკში დიაბეტი, როგორ ქსოვდა და როგორ ყიდიდა საკუთარ ხელნაკეთ ნივთებს, როგორ უთენდებოდა ყოველი დილა ტირილით, სააკაშვილის ნიღბოსნებს არ მიეგნოთ მათთვის, როგორ ეშინოდა ასევე სხვა ქალაქში შეხიზნული ქმრის, რომ არ მოეკლათ სააკაშვილის მიერ დაქირავებულ ქილერებს, ამ დროს თბილისში იბეჭდებოდა და ვრცელდებოდა სააკაშვილის ბინძური პიარი, რომ მისმა ქმარმა ტონობით ოქროს ზოდები გაზიდა ქვეყნიდან და როგორ შეუჭამა ქართველ ხალხს მილიონობით ფული, მათი ქონება კი იმ დროს ერთი სამოთახიანი ბინა იყო ატენის ქუჩაზე და ერთიც 6 ათას დოლარად ღირებული სახლი კოჯორში, ოქროს ზოდები ვერავინ უპოვა, პიარი კი პიარად დარჩა.

ამ იარლიყით იარეს უცხო ქვეყანაში 15 წელი, ამ ზაფხულს პატარა ლეგამ რომელიც უკვე 17 წლის ვაჟკაცია პირველად ნახა საქართველო, ისიც რამდენიმე დღით, ეს გოგო ლევან მამალაძის ცოლია მარიკა ქავთარაძე, სიფრიფინა,თითქოს ჰაერზე მსუბუქი და რკინისებრი ხასიათის, რომელმაც ამ 15 წლიან ჯოჯოხეთს გაუძლოო და დღესაც იბრძვის, დღეს უკვე ქმრის თავისუფლე ბისთვის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა დაუსწრებლად 15 წელი მიუსაჯა,იბრძვის რომ პროკურატურამ ხელახლა გამოიძიოს ლევან მამალაძის საქმე, თუმცა ისევ უშედეგოდ!

მე მაქვს კითხვა ხელისუფლებასთან,ლევან მამალაძე იყო სააკაშვილის მტერი,მაგრამ დღეს ამ მთავრობისთვისაც მტერია,თუ უბრალოდ არ გაღელვებთ უსამართლოდ დევნილი ადამიანის ბედი! და კიდევ როცა ვინმე ლევან მამალაძის მიერ ვითომდა გატანილ ოქროს ზოდებს ახსენებს,შეხედოს ამ გოგოს თვალებში , გაიაროს მის მიერ გავლილი ჯოჯოხეთური გზა და მერე თქვას თამამად სათქმელი! მარიკა წარმატებები შენ ამ დიდ ომში და მიგულე შენს გვერდით! ლეგასთვის,ნიკოლოზისთვის ანა-მარიასთვის,ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და აქ უნდა იცხოვრონ აუცილებლად!

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია