fbpx



ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები? – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.

„ის რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა ქვოტირებაზე არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური.

იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა, პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს, ან იქნებ რაღაც ეტაპზე არცერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს?

ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები, ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები. ისე დაეცემა ტუზი კილაძეს,გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს.

ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა“, – წერს ნათელაშვილი.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია