fbpx

ეს განცხადება სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეული ახალი შეთანხმება სომხეთის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებას ნიშნავს.

„ეს განცხადება ისტორიული მნიშვნელობისაა. ეს განცხადება სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს. ის წერტილს უსვამს ხანგრძლივ ოკუპაციას. ეს განცხადება ჩვენი ბრწყინვალე გამარჯვებაა,“- – აღნიშნა მან სიტყვით გამოსვლისას.

სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიანი ყარაბაღის სამხედრო კონფლიქტის დასრულების შესახებ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერა ძალიან მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის. მისივე თქმით, გადაწყვეტილება „საბრძოლო ვითარების ღრმა ანალიზის საფუძველზე“ მიიღეს.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია