fbpx

ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი ცილისწამებას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.

ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი ცილისწამებას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.

„ის, რასაც ჩემზე ავრცელებენ, სრული ცილისწამებაა. ამით ჩემი ღირსებაც შელახეს და ჩემი სამსახურისაც. არცერთ ჯარისკაცს პატივი არ სცეს, რაც ქართველისთვის ლამაზი საქციელი არ არის.

რა კითხვაც არ უნდა დამისვათ, არ ვაპირებ პასუხი გაგცეთ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ყველაფერს დაადგენს და კითხვებს პასუხი გაეცემა“,- აღნიშნა დავით ხვიბლიანმა.

როგორც ის ამბობს, ბოლო სამი დღის განმავლობაში სამსახურში იყო და მოვალეობას ასრულებდა.

„სამხედრო პოლიციის მანქანას არ წავუყვანივარ. ჩვეულებრივ, სამხედრო ბაზაზე გამოვცხადდი“,- აღნიშნა დავით ხვიბლიანმა.

ინფორმაციისთვის, 21 ოქტომბერს ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელმა 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსი შენობაში შევიდა და სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. ამავდროულად შესრულდა თავდამსხმელის მოთხოვნა და მას ნახევარი მილიონი დოლარი გადასცეს.

თავდამსხმელმა ტერიტორია მოთხოვნილი მანქანითა და 3 მძევლის თანხლებით დატოვა. მისი კვალი სოფელ კირცხის ტყეში იკარგება.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია