fbpx



ერთმა სპეცრაზმელმა ბიძაჩემ ომეხს ოქროს ბეჭედი რომ ვერ წააცალა, თითი მოაჭრა-ლედი აფრასიძე


ლედი აფრასიძე (შმაგი აფრასიძეს ქალიშვილი) :

– ეცერში ჩვენი ორი სახლი იდგა გვერდიგვერდ. ერთში ბაბუაჩემი იყო, შვილებთან ერთად, მეორეში კი ჩვენი ოჯახი, ბავშვებით და ქალებით!

ჩვენს ოჯახს თავს დილაუთენია დაესხნენ, როდესაც ყველას გვეძინა.
ასე 7 საათისათვის, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ვერტმფრენებიდან გაგვიხსნეს ცეცხლი!

არავის არ გაუწევია წინააღმდეგობა! ბავშვებით სავსე სახლიდან ვინ დაიწყებდა სროლას ?! ბაბუაჩემი გარეთ გამოვიდა ხელებაწეული, რომ აღარ ესროლათ, მაგრამ მაინც ესროლეს და დაჭრეს! შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდეს და სახლთან ერთად დაწვეს !

თავდამსხმელებმა იცოდნენ, რომ სახლში ბავშვები იყვნენ (ჩვენი კივილის ხმა ცას სწვდებოდა), მაგრამ მაინც გვცხრილავდნენ ვერტმფრენებიდან.

რა საჭირო იყო არმიისა და ავიაციის გამოყენება ?!… თუ ჩემი ბიძისა და მამის დაკავება სურდათ, ეს ყოველ წუთს შეეძლოთ, რადგან ისინი ძებნილებიც არ ყოფილან და თავისუფლად დადიოდნენ სოფელში!

ეს იყო საჩვენებელი სისატიკე მთელი ქვეყნის დასაშინებლად და დასატერორებლად. სააკაშვილმა თავად აღიარა ტელეკამერების წინაშე, დიახ, მე გავეცი ბრძანება ავიაციის ასაფრენად და აფრასიძეების დასაბომბადო …ხოლო იმ სასაკლაოს გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობდა.

სპეცოპერაციის შემდეგ, როდესაც ჩვენს სახლს ჯერ კიდევ ცეცხლი ეკიდა, ბარამიძე ხალხს გაელაზღანდარა, სვანური კუბდარი მაჭამეთო … ხოლო როცა ღვთის მადლით ცოცხლად დარჩენილები გამოგვიყვანეს სახლიდან, ჩემმა ძმამ საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ იყო წიხლებით შემდგარი ერთერთი სპეცრაზმელი ბიძაჩემ ომეხზე, რომელსაც ოქროს ბეჭდს ვერ აცლიდნენ და ამისთვის თითი მოაჭრეს!

ნაცმოძრაობა არის მკვლელების ბანდა, რომლის ადგილიც პარლამენტში კი არა, საბრალდებო სკამზეა!

მე გაკვირვებული ვარ, ამ სასტიკ მკვლელებს კიდევ რომ ჰყავთ მხარდამჭერები – ჩემთვის ისინიც მკვლელები არიან 

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია