fbpx

დონალდ ტრამპი 6 იანვარს საპროტესტო მსვლელობას აანონსებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეების მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. როგორც იგი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, შეკრება 6 იანვარს იგეგმება.

„დიდი საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 6 იანვარს, დილის 11 საათზე დაიწყება. ადგილის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შევაჩეროთ მოპარვა“, – წერს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს.

კიდევ ერთ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ 6 იანვარს დაგეგმილ აქციაზე არჩევნების გაყალბების შესახებ დიდი რაოდენობით მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი და აღნიშნავს, რომ მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ცნობისთვის, აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 15 დეკემბერს დაამტკიცეს. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნა და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია