fbpx

დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს ჩამოგიყვანთ-ნათია თურნავა ოპოზიციას

დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეკითხვას, რომელიც ფრენების აღდგენას შეეხებოდა.

თურნავას თქმით, „ევროპული საქართველო“ ქმნის ილუზიას, რომ მმართველი გუნდი უცხოეთში მყოფ მათ ამომრჩველს არჩევნებში მონაწილეობაში ხელს უშლის.

„ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მე კარგად მესმის, რომ ეს არის თქვენი მცდელობა, შექმნათ ილუზია, რომ სადღაც შორს არსებობს თქვენი მასობრივი ამომრჩეველი და საქართველოს ხელისუფლება უშლის ხელს. დამერწმუნეთ, არ არსებობს ისეთი თვითმფრინავი, რომელიც ჩამოგიყვანთ თქვენ მითოლოგიურ ამომრჩეველს და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება საარჩევნოდ”, – განაცხადა თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს.

„საქართველოს მართავს პასუხისმგებლიანი „ქართული ოცნების“ გუნდი და როგორც აქამდე წარმატებულად ვუმკლავდებოდით ამ გამოწვევებს, ასევე წარმატებულად გავაგრძელებთ უკვე ახლა, ეკონომიკის გახსნის პირობებში. ის პირველი ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები, რაც გამოვლინდა, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და სირთულისა, ჩვენი მხრიდან გაძლიერდება და მომავალ წელს უკვე სულ სხვა პოზიტიური დინამიკით შევხვდებით“, – განაცხადა თურნავამ.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია