fbpx

დავით ქართველიშვილი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე: სექტას ზეიმი აქვს, სისხლის სუნმა გააღვიძა ლეშიჭამიები. დღეს ამუშავდება მათი მედიაკოშმარი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციას ეხმიანება.
როგორც ქართველიშვილი წერს, დღეს სექტას ზეიმი აქვს, სისხლის სუნმა გააღვიძა ლეშიჭამიები.

ქართველიშვილი ასევე იხსენებს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარ მსგავს შემთხვევებს და აღნიშნავს, რომ ამ სტატისტიკის თანხლებით, ოპომედიის დღევანდელი საინფორმაციო “არმაგედონი” გაცილებით უფრო რეიტინგული იქნება.

„დღეს სექტას ზეიმი აქვს, სისხლის სუნმა გააღვიძა ლეშიჭამიები. როგორი “სევდიანი” პოსტებია, როგორი დასკვნებით გაფორმებული – რა თქმა უნდა, ამ ხელისუფლების ბრალია, რა “დალაგებული” ქვეყანა “დაუნგრევიათ”. დღეს ამუშავდება მათი მედიაკოშმარი. ვინაიდან საქართველოსთვის მსგავსი ტრაგედია მართლაც გაუგონარ იშვიათობას წარმოადგენს – მათ სიუჟეტებს მეტი სიმძაფრე რომ შევძინოთ, დავეხმარები ცოცხალი მაგალითებით იმ “დალაგებული” ქვეყნიდან, სადაც მსგავს მოვლენებს ყოველკვირეული ხასიათი აქვს სამწუხაროდ…
2021 წელს, აშშ-ში დაფიქსირდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების 693 ფართომასშტაბური შემთხვევა, რა დროსაც დაიღუპა 44 ათასზე მეტი ადამიანი, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10,1%-ით აღემატება
2022 წელს ლოს-ანჯელესიდან, იქ 20-წლიანი ცხოვრების შემდეგ, მშობლიურ ბირმინგემში (ინგლისი) საცხოვრებლად დაბრუნდა მსოფლიო როკ-ვარსკვლავი Ozzy Osbourne-ი, რომელიც აშშ-ს დაემშვიდობა შემდეგი ფრაზით: “გული მერევა იმ შეგრძნების გამო, რომ აქ ყოველდღე კლავენ ადამიანებს. უფალმა უწყის, რამდენი ადამიანი იქნა დახვრეტილი სკოლებში. ან ეს მასობრივი სროლა ვეგასში, კონცერტზე…არა, ეს სიგიჟეა”
უფლებადამცველი ორგანიზაცია Mapping Police Violence ანგარიშით – 2021 წელს პოლიციელების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად დაიღუპა 1 124 უდანაშაულო ადამიანი
საგარეჯოში კი, ამაღამ – დაიღუპა ერთი გმირი-პოლიციელი, რომელმაც საკუთარი სხეულით მშვიდობიან მოსახლეს გადაეფარა, მაშინ როდესაც:
მედია რესურს USA TODAY-ს თანახმად, 2015 წლიდან პოლიციელების მხრიდან მოკლული იქნა 6 300 ადამიანი, მაგრამ დაპატიმრებულია მხოლოდ 91 ოფიცერი, ანუ მკვლელების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 1 პროცენტი
ამ სტატისტიკის თანხლებით, ოპომედიის დღევანდელი საინფორმაციო “არმაგედონი” გაცილებით უფრო რეიტინგული იქნება…“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება