fbpx



გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სპორტსმენების ადვოკატები მათ დაცვაზე უარს აცხადებენ


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული სპორტსმენების ადვოკატები მათ დაცვაზე უარს აცხადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ “New Posts” აქვყეყნებს.

ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა კომენტარი მიზეზთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ,

ადვოკატები, ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ. ცოტა ხნის წინ, კობაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ახლაგაზრდა სპორტსმენებს კარიერა დაენგრათ. ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია