fbpx



გიორგი ვოლსკი ახალგაზრდებს მიმართავს

გია ვოლსკი-განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ ვწერ: არცთუ რთული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ნაცმოძრაობის, აწ უკვე გაერთიანებული ოპოზიციის, მავნებლობების ძირითად მიმართულებათა შორისაა კრიმინოგენური ვითარების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ორი მიზანი აქვს ამას – საზოგადოების დაზაფვრა (ეს ჩვეული ხელწერაა) და ხალხისათვის იმის შთაგონება რომ სადისტური მეთოდებით მართვა გამართლებული იყო წესრიგის დამყარების ინტერესებიდან გამომდინარე.

სტატისტიკა კი გვიჩვენებს, რომ 2006 – 2012 წლებში რეგისტრირებული იყო 1 517 განზრახ მკვლელობა. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ორჯერ ნაკლები – 729. შესადარებელ პერიოდშივე, მათი მმართველობის პერიოდში აღირიცხა 2 134 მკვლელობის მცდელობა, ხოლო 2013 წლის შემდეგ ორნახევარჯერ ნაკლები – 821. ისეთი მძიმე დანაშაული როგორიცაა ყაჩაღობა, ჩადენილ იქნა 6 061ჯერ, ხოლო 2013 წლის შემდეგ სამჯერ ნაკლები.

2007 წელს დაფიქსირდა განზრახ მკვლელობის მაქსიმალური რაოდენობა – 330 შემთხვევა. ყველაზე მეტი მკვლელობა ჩვენი ხელისუფლების დროს მოხდა დასაწყისში, როდესაც თვითმმართველობებს კვლავ სააკაშვილი განაგებდა, 2013 წელს – 120 შემთხვევა, ასევე, მკვლელობის მცდელობის 411 შემთხვევა 2007 წელს და 173 ანალოგიური დანაშაული 2013 წელს.

აი ესაა რეალობა და ციფრები, რომლის მიღმა არაერთი ადამინური ტრაგედიაა. თავად ამ თემით მანიპულირება არის უზნეობა, ან რა ზნეობა შეიძლება მოითხოვო ამ ხალხისაგან, რომლებიც სისხლის მოლოდინში ცხოვრობენ თავის მედიასაშუალებებთან ერთად.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია