fbpx



გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა – ექსპერტიზის პასუხი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ოჯახისთვის უკვე ცნობილია.

სხვა კითხვებთან ერთად დასკვნაში ასახულია პასუხი კითხვაზე – რამ გამოიწვია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი?

ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა ექსპერტმა გარდაცვლილის სხეულზე ასევე სიცოცხლისდროინდელი რამდენიმე დაზიანება აღმოაჩინა.

ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი გიორგი გელხაურიც:

„ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით“, – ამბობს გელხაური

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია