fbpx



გაიცანით გოგა ბერიძე!

გოგა ბერიძე – ჟურნალისტი, მშვიდი, გაწონასწორებული, თავმდაბალი და ყურადღებიანი ადამიანი. უკვე თვეზე მეტია ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი!

სწორედ გოგას დამსახურებააა ასე რომ შეიყვარა საზოგადოებამ ის ადამიანები, ვისი არსებობაც და ღვაწლი ბევრმა თქვენთაგანმა დღემდე შეიძლება არ იცოდით! თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე და ახალგაზრდა ინფექციონისტთა გუნდი… დღეს ეს ადამიანები ყველა ჩვენთაგანის ოჯახის წევრია და შიშით თუ იმედით ველით მათ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას.

გოგა ბერიძეს იმ საუკუნიდან ვიცნობ, როცა ტელევიზიის 1 არხზე ერთ რედაქციაში გვიწევდა წლები მუშაობა. მაშინაც ასეთი იყო – მზრუნველი, ყურადღებიანი, თბილი, მერე იყო გოგას ჟურნალისტური გზა საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსში” და სხვა მედია საშუალებებში… დღეს კი, ყველაზე ცხელ წერტილში აღმოჩნდა! წარმატებები მეგობარო ამ დაუფასებელ მძიმე შრომაში, რაც შეიძლება მეტი საიმედო ინფორმაცია მოგეწოდებინოს ჩვენთვის! ჩვენ ერთად დავამარცხებთ კორონავირუსს!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია