fbpx

ბუკნარში,მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის დაწყებული კონფლიქტი არ წყდება

მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის დაწყებული კონფლიქტი არ წყდება. სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთობის მოგვარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ სცადა, თითქოს გადაწყდა,რომდაპირისპირებულები ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ შეუშლიდნენ. თუმცა მუსლიმი თემის ის ნაწილი რომელიც შეხვედრას ვერ დაესწრო ამბპბს, რომ შეთანხმება მიღწეულად ვერ ჩაითვლება, რადგან აუდიენციას მათი ნდობით აღჭურვული პირები არ დასწრებიან.


აქციის მონაწილეთა თქმით, გუშინდელელი შეხვედრის შემდეგ მიღებული დაპირებებს არ ენდობიან.

“პროტესტის გაგრძელებას ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების ნდობა არ გვაქვს, ჩვენი ის 5 ადამიანი ისე წაიყვანეს, პოლიციამ ჩასვა, არც გაგვაფრთხიელს, არც ვიცოდით რომელი 5 ადამიანი იყო წასული მოალაპრაკებაზე, დანარჩენი საზოგადოება ვინც ვიყავით გარეთ შეთანხმებულები ვართ, რომ საკმარისი არაა აქ მიღებული გადაწყევტილება. ვითხოვთ, რომ ეკლესია იყოს ჩართული და ერთი წარმომადგენელი გამოყონ, რომ დაესწროს შეხვედრას, ჩვენიდან გამოიყოფა ერთი ადამიანი, სახელმწიფომ პასუხისმგებელი პირი უნდა გამოგზავნოს, არა აქაური, ხელახლა 10-10 კაცი დაესწრებიან, მათ შორის ტელევიზიები, საჯარო უნდა იყოს, რომ მთელმა საზოგადოებამ გაიგოს რა შეთანხმება შედგება, იმას დავეთანხმებით და დავიშლებით”, – ამბობს აქციის მონაწილე, ფირუზ წულუკიძე.

მისი თქმით, მსგავსი შეხევდრის გამართვამდე ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, წულუკიძის ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს მათ ხალხი ადიგენიდან, წალკიდან, თბილისიდან, კახეთიდან შეუერთდება.

თავის მხრივ შემოქმედის ეპარქია ქრისტიანებს მოუწოდებს არ შეუშალონ ხელი მუსლიმანებს ლოცვაში.

“ეკლესია ყოველთვის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის და ჩვენ გუშინაც გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ჩვენი სასულიერო პირები შეხვდნენ მრევლს, მოსახლეობას, გადასცეს მეუფე იოსების კურთხევა, რომ ეს კონფლიქტი და წინააღმდეგობა აუცილებად უნდა დასრულდეს. უნდა გავაგრძელოთ ისეთი თანაცხოვრება, თანამეზობლობა როგორიც მანამდე არსებობდა მათ შორის. მიცეთ მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებს საშუალება ილოცონ თავიანთ სალოცავში”, – აცხადებენმ ეპარქიის პრესსამსახურში

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია