fbpx

ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო – ელისაშვილი

მმართველი გუნდი თანხმობას აცხადებს რიგგარეშე არჩევნებზე, თუ ხმები გადაითვლება და თანაც ფორმით, რომელსაც ოპოზიცია ენდობა – ამის შესახებ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, “ევროპული საქართველო” როგორც ოპოზიციის შიგნით, ისე ელჩებთან შეხვედრებზე ცდილობდა ამ მოლაპარაკებების ჩაშლას, მისივე თქმით, ეს ხდებოდა პირველივე დღიდან.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მოთხოვნების 99%-ზე, რაც ჩვენ საარჩევნო წესებთან და კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით მივიტანეთ, „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ ვეთანხმებიო.

ბოლო შეხვედრაზე „ქართული ოცნება“ მოვიდა და თქვა, რომ დასტურს გაძლევთ ყველა პუნქტზეო, არჩევნებთან დაკავშირებითო.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, თუ გვინდა, რომ ეს ხალხი მართლა გამოვიდეს, პოლიტპატიმრებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან სერიოზული მჯელობა იყო, მაგრამ ზოგს მართლა ჩაშლა უნდა ამ მოლაპარაკლებების და არ სურთ არც პოლიტპატიმრები გამოსვლა, ეს მათ სინდისზე იყოს…

მოკლედ, ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო. ანუ 4 საკითხიდან ოთხივეზე თანახმა ვართო, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ რომ 1 პროცენტი მაინც გაყალბდაო. აი, ხომ ხართ მაგარი ბიჭები, ხომ ამბობთ, რომ გაყალბდაო, დაგვიდასტურეთ, რა გიშლით ხელსო.

ჩვენ ვუთხარით, ცესკოს მონაცემებით ვერ გადავთვლით, რადგან იქ სუსმა გადათვალა, გადაასწორა და გადააფერადი ყველაფერითქო. კი ბატონო, თქვენ ცესკოს თუ არ ენდობით, რასაც ენდობით ის მოიტანეთ. გულზე ხელი დავიდოთ – ამაზე მეტი რა უნდა თქვან.

ანუ წარმოიდგინეთ ოპოზიცია, რასაც ითხოვდა, ოთხივე საკითხზე თანახმაა და რა ხდება ახლა? ბოკერიას ხალხი ამბობს, რომ ამას ხელს არ მოვაწერთო.

ბოკერიას პარტია, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია და მავნებელი, ბნელი საქართველოა სინამდვილეში, როგორც ოპოზიციის შიგნით, ისე ელჩებთან შეხვედრებზე ცდილობდა ამ მოლაპარაკებების ჩაშლას, ეს ხდებოდა პირველივე დღიდან. იძახდა – არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია