fbpx

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტთან ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. ისინი ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

ბიზნესცენტთან მყოფი აქტივისტების განცხადებით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა ისინი აქციას მართავდნენ, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ცნობილი გახდა, რომ პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა უკვე იდენტიფიცირებულია.

ის ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომელიც ოპოზიციის აქციის დროს ბიზნეს ცენტრთან საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

მასთან ერთად იმყოფებოდა მისივე მეგობარი და როგორც ირკვევა, ჰაერში გასროლის შემდეგ მძღოლმა გზა განაგრძო.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია