fbpx



ბილ გეითსმა ა.შ.შ-ში კორონა ვირუსის საბოლოო დამარცხების დაახლოებითი დრო დაასახელა

ჯერ კიდევ 2015 წელს, ბილ გეითსმა Ted Talk -ში სტუმრობისას თითქმის სრული სიზუსტით “იწინასწარმეტყველა” ახალი ვირუსის სწრაფი გავრცელების შესახებ, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა მსოფლიო წამყვანი ქვეყნები და ეპიდემიოლოგები უძლურები ყოფილიყვნენ სპეციალური წინასწარი მომზადების გარეშე.

pbs.org – ის მიხედვით, კი ამჯერად მილიარდერმა ფილანტროპისტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის ყველაზე ახლო მომავალში, 3-6 თვეში ვირუსთან საბრძოლველად ხელმისაწვდომი იქნება თერაპიული მკურნალობის მეთოდები, ხოლო რაც შეეხება ვაქცინას, სამწუხაროდ მას იმაზე მეტად ბევრი დრო დასჭირდება ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდები, შესაძლოა ის ვერ ვიხილოთ 2021 წლის სექტემბრამდე.

ასევე გეითსმის თქმით, კოვიდ 19-ის საბოლოო დამარცხებისთვის ვაქცინის არსებობა აუცილებელი პირობაა, რათა თავი საბოლოოდ ვიგრძნოთ დაცულად; ამიტომ რადგან არსებობს რისკი ვირუსის უფრო მაშტაბური გავრცელების, ის ამ ეტაპზე საუკეთესო საშუალებად სოციალურ იზოლირებას ასახელებს.

ბილ გეითსი

ასევე მოგახსენებთ, რომ Wall Street Journal-ისა და ამერიკის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიხედვით ა.შ.შ-ში ადამიანზე სატესტო ვაქცინის გამოცდა იმაზე ადრე დაიწყო ვიდრე ეს იყო ნავარაუდები.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია