fbpx



ბაქოში საკარანტინო რეჟიმი მკაცრდება – ხალხი ქალაქს შემოვლითი გზებით ტოვებს

აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის წესები გამკაცრდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, 14 ივნისის ღამის 12:00 საათიდან 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე რამდენიმე ქალაქში სრული იზოლაცია გამოცხადდა, მათ შორისაა აზერბაიჯანის დედაქალაქი.

ეს ქალაქებია: ბაქო, განჯა, სუმგაითი, ლენქორანში, ევლახი, ისმაილი, ქურდამირი და სალიანი.

აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დატოვებას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს.

მოქალაქეებს, რომლებსაც ბაქოში დარჩენა არ სურთ, შემოვლითი გზებით ცდილობენ ქალაქიდან გასვლას

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია