fbpx



ბატონ სერგეენკოს მივმართავდი მთელი შვიდი წლის განმავლობაში

“მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს წლების განმავლობაში მიმართავდა.

„ეს დრო პოსტის დასადებად ავირჩიე, თორემ მსგავსი რიტორიკით ბატონ სერგეენკოს მივმართავდი მთელი შვიდი წლის განმავლობაში და მას შემდეგაც. თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიული მოთხოვნებიც არის.

თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის. მიბრძანდით ჩვენს ცენტრში და ნახეთ, რა მდგომარეობაშია ეს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა განცხადება გაავრცელა – „რა გაუკეთა“ და „რა გაუფუჭა“ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბატონმა დავით სერგეენკომ ქართულ მედიცინას?


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია