fbpx

აქეთ ივანიშვილი გვყავს დასამარცხებელი,იქით სააკაშვილი გვყავს გასაკავებელი-ზურაბ ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილს ერთდროულად ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა – ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მეორე მხარეს – მიხეილ სააკაშვილი.ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

ივანაშვილი გვყავს დასამარცხებელი და ერთპარტიული მმართველობა დასამთავრებელი. ოღონდ ერთპარტიული მმართველობის დასრულებაში მათ შორის გამოწვევა გვაქვს.

აქეთკენ არის ადამიანი, საკმაოდ რეიტინგული, თავისი ძლიერი პარტიით, რომელსაც უნდა ისევ ერთპარტიული მმართველობა. ესეც გასაკავებელია. აქეთ დასამარცხებელია, აქეთ გასაკავებელია“, – აცხადებს ჯაფარიძე.

მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ და ძალა ერთობაშიამ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი წარადგინა, ოპოზიციაში განხილვები არ წყდება. პარტიების ნაწილი, მათ შორის ევროპული საქართველო აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს კვლავ ერთპარტიული მმართველობა სურს და მას ივანიშვილის დამარცხება მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის აინტერესებს.

ამას ემატება ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას კოალიციური მთავრობის არ სჯერა და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც უმრავლესობაში მისი პარტია უნდა იყოს.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია