fbpx

აფრიკის დასახლებაში ეგ მიწა არის ჩვენი, მამაჩემის კომპანიის-თორნიკე ბიძინაშვილი

ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი, გუშინ, აფრიკის დასახლებაში, უნებართვოდ აშენებული სახლების დანგრევას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“რაც შეეხება დღევანდელ ინციდენტს აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, რეალურად ეგ მიწა არის ჩვენი, მამაჩემის კომპანიის, რომელიც გადაეცა 90 -იანი წლების დასაწყისში კოოპერატივ მემონტაჟეს და შემდგომ უკვე შპს.მემონტაჟეს 2005 წელს.

ცხოვრებისეული სირთულეები გაჭირვების გამო ვერ მოხერხდა პრივატიზირება ამ მიწის და ზედ მდებარე 1000 კვ.მ მ შენობით, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, რის მერე ეს მიწა ჩამოგვერთვა თავისი შენობით. მანამდე მრავალჯერ შევიტანეთ მერიაში განცხადება 2007 -2008 წლებში სადაც დოკუმენტები დაგვიკარგეს, ვერ იპოვეს და გააქრეს. ბევრი ვიწვალეთ მის დასაბრუნებლად მაგრამ ამაოდ, ვერც სხვა მხრივ მოვახერხეთ მისი დაკანონება. ჩვენი შემოღობილია, ნაგებობა ჩვენი აშენებულია 3 კილომეტრის მანძილზე კანალიზაცია ჩვენი გაყვანილია, გზაც ჭიჭინაძის ქუჩიდან ჩვენი დაგებული ანუ მოხრეშილი იყო. დღეს ამ მიწაზე მიდის დავა, სარჩელი ჩვენ შევიტანეთ და უკვე წელიწადზე მეტია ველოდებით სასამართლო სხდომას, მაგრამ ამაოდ ჯერ ისევ. ასე რომ…

კალაძემ ოჯახს, რომელსაც მშენებარე სახლი დაუნგრია სახლი აჩუქა.

ეს საზოგადოების წნეხის შედეგია.

ზოგადად მერიამ და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქე საცხოვრებელი სახლით ან თავშესაფარით და უნდა იყოს ამაზე მეტი ინფორმაციულობა საზოგადოებაში.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის ინციდენტი მოხდა ჩემს ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ წაგვართვა სახელმწიფომ და სასამართლოში გვიწევს ამის გარკვევა.

ჩვენ 17 წელია ვწვალობთ მის დაბრუნებას, ვებრძვით უსამართლობას განცხადებებით, წერილებით, საჩივრებით, მაგრამ ამაოდ.

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი.

ესეა, 2 თვეში მე უნდა გადავიხადო ჯარიმა 1000 ლარი სოფელში, ჩემს მიწაზე უკანონოთ და უნებართოდ აშენებული შენობისთვის.

კანონმორჩილი ხალხი უფრო იჩაგრება ამ უსწორმასწორო ქვეყანაში.

ჩვენ ისედაც ვაცხოვრებთ მაგ ტერიტორიაზე გაჭირვებულ ოჯახს. მაგ გაჭირვებულებსაც გამოუყოფდით საცხოვრებელ ფართს და დავასაქმებდით დავა, რომ მოგვეგო სახელმწიფოსთან.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია