fbpx



არ მომწონს აგრესიული საარჩევნო კამპანია, როდესაც აქცენტი კეთდება პიროვნულ შეურაცხყოფებზე-კახა კახიშვილი


„არასდროს მიყვარდა და არ მომწონს აგრესიული საარჩევნო კამპანია, როდესაც ძირითადად აქცენტი კეთდება ოპონენტებზე და მათ პიროვნულ შეურაცხყოფებზე“, 
– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.

კახიშვილმა არჩევნებზე მის ოპონენტებს წარმატებს უსურვა და აღნიშნა, რომ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუ ვინ მოხვდება საქართველოს პარლამენტში.

რაც შეეხება ისანში მისი კანდიდატურის წარდგენას, კახიშვილი ამბობს, რომ ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო.

„როგორ შეიძლება მე ვყოფილიყავი ინიციატორი იმ შემთხვევაში, თუ გუნდი არ დამიჭერდა მხარს.  ეს იყო გუნდის შემოთავაზება და როგორც წევრმა მივიღე ეს გადაწყვეტილება და ამ არჩევნებზე ვიქნები მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში.

„ბუნებრივია ოპოზიცია იმისთვის არის, რომ მათი მიზანი იყოს ხელისუფლების კანდიდატის დამარცხება. ამაში არალოგიკურს ვერაფერს ვხედავ. ზომიერად ვატარებ საარჩევნო კამპანიას, არასდროს  მიყვარდა და არ მომწონს არესიული საარჩევნო კამპანია, როდესაც ძირითადად აქცენტი კეთდება ოპონენტებზე და მათ პიროვნულ შეურაცხყოფებზე და არა საარჩევნო პროგრამებზე. მე მათ წარმატებას ვუსურვებ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მხარს მიჭერს ზუსტადაც გამარჯვებისკენ მივდივარ. ვნახოთ რითი დამთავრდება არჩევნები. ერთია ოპოზიციის სურვილები, მეორეა ამომრჩევლის სურვილი, ვისი ნახვა სურთ საქართველოს პარლამენტში. ამაზეა დამოკიდებული თითოელი ჩვენგანის წარმატება, ასე რომ საქართველოს ამომრჩეველი გადაწყვეტს ვინ იქნება უმრავლესობაში“, – განაცხადა კახიშვილმა.

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია