fbpx



არჩევნების წინა პერიოდში, ძაან აქტუალური ხდება, ე.წ. სნაიპერების თემა.იცნობდეთ ქვეყნის მტრებს -სამხედრო ვეტერანი ედუარდ ჯიშკარიანი

სამხედრო ვეტერანი, პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სკანდალურ პოსტს აქვყყნებს-ეს გიორგი ჩუბითიძე გახსოვთ, ამა წლის 28 ივლის სარწყევ არხზე გასული სიუჟეტის გმირი? სადაც ის ამბობს რომ ივანიშვილის ძმამ, მას შესთავაზა 200 000 ლარი რომ ანტი-სნაიპერები მოემზადებია ივანიშვილის დასაცავად 2012 წელს, რაზეც მან თითქოს უარი განაცხადა?!

ხოდა არ ვიცი რა უნდოდა ამ ბედოვლათს, გუშინ წინ საღამოს დამიკავშირდა და მეუბნება ადრე შენთან ვმსახურობდი სნაიპერად და ხომ მიცანიო?!

ქვედანაყოფზე რომელზეც მეუბნება, იმ ქვედანაყოფს ვხელმძღვანელობდი 2001-2002 წლები და 337 ადამიანი მერიცხებოდა. რათქმაუნდა ყველას ვერ დავიმახსოვრებდი მაგრამ გამოჩეული ჯარისკაცები არასდროს ავიწყდება მეთაურს, ეს კი ვერაფრთ გავიხსენე.თავიდან არ გამახსენდა ეს სარწყევ არხზე გასული სიჟეტი, მაგრამ საუბრის დროს თვითონ წამოცდა რომ საქართველოში დევნიან მისი “სნაიპერობის“ გამო. ამის შემდეგ კი გამახსენდა და მივხდი რომ შესაძლოა რაიმე პროვოცირებას ცდილობდა.

მოკლედ საუბრის დროს მთხოვს რომ შევაფასო მისი როგორც “პროფესიონალი ბოევიკის“ ბრძოლის უნარიანობა და მიგზავნის 2015 წელს გადაღებულ 6 წუთიან ვიდეოს(სამწუხაროდ ჩემი რეაქციის შემდეგ წაშალა და ატვირთვას ვერ ვახერხებ), სადაც თითქოს რაღაც ბრძოლაა გაჩაღებული და როგორც თვითონ ამბობს ჩეჩენ ბოევიკებს ხოცავს.ვიდეოს ნახვის შემდეგ გაოცება ვერ დავმალე, რადგან ძალიან დელიტანტის და სამხედრო საქმიდან შორს მყოფი, “თოფიანი ბიჭის” შთაბეჭდილება დატოვა.

შინაარსი მოკლედ რომ ავღწერო, ასე გამოიყურებოდა:ვიდეოზე ჩანს ერთი ქართულად მოლაპარაკე ფორმიანი მამაკაცი, რომელიც შენობაზე ამოფარებული ისვრის ტყვიამფქვევიდან, შემდეგ ავრომატიდან, შემდეგ ხელის ყუმბარმტყორცნიდან(მუხა) და ბოლოს სნაიპერული შაშხანიდან 10-12 წამში მთელ მჭიდს(რომელშიც სულ ათი ვაზნა თავსდება) შეუჩერებლივ მოწინააღმდეგის მიმართულებით.

ჩემი კომენტარი რათქმაუნდა კრიტიკული იყო და არა პროფესიონალი უწოდე, რადგან ეს არათუ პროფესიონალმა სნაიპერმა, არამედ ჯარისკაცის საწყისი კურს გავლილმა ახალბედამაც კი იცის, რომ პირველი გასროლის ადგილდან დაუყოვნებლიუვ ხდება ადგილის შეცვლა, რადგან მაშინვე ხდები მოწინააღმდეგის საცეცხლე მიმართულების ობიექტი.მაშინვე ღიათ უთხარი, რომ მისი ჩემთან დაკავშირება სხვა მიზნებს ისახავს და ის ამ არხზე გასული სიუჟეტით სიცრუეს ტირაჟირებდა, რომ ის სამხედრო ფორმის უღირსი მატარებელი არსება გახლავთ და მას ჯარისკაცობასთან საერთო არაფერი გააჩნია.ამის შემდეგ მეტად დავინტერსდი მისით, გავიკითხე სავარაუდო საერთო ნაცნობებში, ავტო ბიოგრაფია სწორედ ისეთი აღმოჩნდა როგორსაც ველოდი.პირველი მისი საამაყო ე.წ. ბექრაუნდი კოდორის აღებაა 2007 წელს, სადაც როგორც თვითონ ხშირად ამაყოფს “დაადუღა ყველაფერი”2008 წლის ომის დროს მარადიორობისთვის იყო დაკავებული, რაზეც წელიწად ნახევარი გაატარა ციხეში(ბანკის ვალი მქონდა და მიტომ ჩავიდინეო), ხოლო მეგისა ქარდავას გარკვეული დამუშავების-გადაბირების შემდეგ და მისივე რეკომენდაციით ვადაზე ადრე იქნა განთავისუფლებული.

მეგისა ქარდავამ მისი გამოყენება 2012 წელს ცადა, თუმცა არ გამოვიდა, სწორედ ამ ამბავს მიაკერა მისი ფანტაზიით, ან სხვისი დავალებით ეს “ივანიშვილის სნაიპერების“ თემა.შემდეგ კი უკრაინაში წაიყვანეს 2014 წელს ეს ბედოვლათი “სნაიპერი“ და მაიდნის პროვოკაციებში მონაწილეობდა, იქ პროფესიონალი მსროლელი არც იყო საჭირო, იქ უბრალოდ თითის სასხლეტზე გამოკვრა უნდა შეგძლებოდა და ნამუსისგან სრულად თავისუფალი უნდა ყოფილიყო ადამიანი.მოგვიანებით ქართული ლეგიონიდანაც გააგდეს, რადგან არატრადიციული საქციელში იქნა შემჩნეული, ასევე ბრალი წაუყენეს ფულის მოპარვის და ინფორმაციის გარეთ გატანაში.ამის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, აღარავის დაჭირდა, არც მისი მოშორება უნდათ რადგან შეიძლება ისევ გახდეს საჭირო ბინძური თამაშებისთვის.

ეხლა ვეღარც საქართველოში ჩამოდის, ვეღარც ქართულ ლეგიონს ეკარება. აღარც უკრაინაში აძლევენ ლეგალურ ყოფნის უფლებას რადგან რამდენიმე ბინძურ საქმეში ფიგურირებს. ყავთ ესე გამოჭერილი სააკაშვილს და მისი ლობი უკრაინის უშიშროებას და რა სიბინძურეს შეასრულებინებენ ამ არჩევნებისთვის, არავინ არ იცის.

სხვათაშორის, ე.წ. გაბუნიას მკვლელობის მცდელობის პერიოდი და ამ ვირთხის გააქტიურების პერიოდის დღებში ემთხვევა ერთმანეთს.ასევე საინტერესოდ ემთხვევა იგივე პერიოდში ბელარუსიის უშიშროების მიერ დაკავებული შკლიაროვი(ვაშაძის საარჩევნო შტაბის მოწვეული პიარ-ხელმძღვანელი) და მისი თანხლები რუსული გასამხედროებული კერძო კომპანიის „ჩეკ ვაგნერის“ 33 ბოევიკები, როლის წარმომადგენელიც გახლდათ ის ინგუში რომელიც უკრაინიდან შემოსული საქართველოს უშიშროებამ დააკავა, დაგეგმილი(გაბუნიას) მკვლელობის ბრალდებით.

მოკლედ არჩევნების წინა პერიოდში, ძაან აქტუალური ხდება, ე.წ. სნაიპერების თემა.ეს პოსტიც მიტომ დავწერე, რომ იცოდეს ხალხმა ვინ არიან ქვეყნის მტრები, პროვოკატორები და დესტაბილიზაციის მანქურთები.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია