fbpx



“არანაირი ბილეთები არ გაუყიდია… განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც” –

უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ეს გო­გოც და მთე­ლი ოჯა­ხიც. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს მათ ოჯახ­ში. რაც იწე­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მი­სუ­ლია მათ ყუ­რამ­დე და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. ორ­მა­გი დარ­ტყმის ქვეშ არის გო­გო­ნა. ერთი, რომ ახლო მე­გო­ბა­რი გარ­და­ეც­ვა­ლა, მე­ო­რეც – თით­ქოს ირი­ბად მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ მომ­ხდარ­ში”, – აცხა­დებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

ად­ვო­კა­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თი­თოს იუ­ბი­ლარ­მა წვე­უ­ლე­ბის მო­საწ­ვე­ვი ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­და, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

“ტყუ­ი­ლია ეს ინ­ფორ­მა­ცია. მას არ გა­უ­ყი­დია არა­ნა­ი­რი ბი­ლე­თე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სტუმ­რე­ბის ოდე­ნო­ბას, ვერ გე­ტყვით, რა­ტომ იყო ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქ. ამა­ზე არც თვი­თონ აკე­თებს გან­მარ­ტე­ბას. ორ­ჯერ და­ი­კი­თხა ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და ჩვე­ნე­ბის ში­ნა­არსზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით”, – ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.ასევე დაგაინტერესებთ

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 17 პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე მცხე­თის სა­სა­მარ­თლო­ში პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მა და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში ტარ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ 17-ვე პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა ორი ან მეტი პი­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ამა­ვე ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ჯგუ­ფუ­რად თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ და „გ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე-2 ნა­წი­ლე­ბით და 143-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 19 ივ­ნისს, და­ახ­ლო­ე­ბით 11:00 სა­ათ­ზე, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. პო­ლი­ცი­ამ, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­თან ერ­თად, შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი. 4-დღი­ა­ნი სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად, მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია