fbpx

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე – მართლა საქართველოს დამფუძნებელი ჰგონია თავი

ანდრია გვიდიანი სააკაშვილზე – მართლა საქართველოს დამფუძნებელი ჰგონია თავი, აზრადაც არ უნდა გავლება, რომ ჩვეულებრივი დამნაშავე კრიმინალია სააკაშვილის ადამიანური ტრაგედია ის არის, რომ ამ კაცს მართლა საქართველოს დამფუძნებელი ჰგონია თავი. საერთოდ აზრადაც არ უნდა გავლება, რომ ჩვეულებრივი დამნაშავე კრიმინალია. თუმცა, სამაგიეროდ, მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი კონსესუსი – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, სააკაშვილს ერთადერთი რაც დარჩენია, ამ სასაცილო მასკარადების მოწყობით საკუთარი თავის და რადიკალი მიშისტების გამხნევებაა. „სააკაშვილის ადამიანური ტრაგედია ის არის, რომ ამ კაცს მართლა საქართველოს დამფუძნებელი ჰგონია თავი. საერთოდ აზრადაც არ უნდა იმის გავლება, რომ ჩვეულებრივი დამნაშავე კრიმინალია. თუმცა, სამაგიეროდ, მის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე არსებობს მკაფიოდ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი კონსესუსი. პრინციპში მის გამოსვლაზე ვერც გავბრაზდი. კაცი ჩვეულებრივი პარანოიკია, ქრონიკულად მიმდინარე ბოდვითი ფსიქოზის დამახასიათებელი მკვეთრი გამოხატულებებით. ამიტომ, უკვე ძალიან დამღლელია მისი იაფფასიანი საცირკო საესტრადო წარმოდგენების ყურება. არც აღარავის აინტერესებს მისი ბოდიალი. იქით პარტია თავზე ენგრევა, აქეთ ვერც შიმშილობით აშანტაჟებს ვერავის და ვერც უაზრო ბაქიბუქით. ერთადერთი რაც დარჩენია, ამ სასაცილო მასკარადების მოწყობით საკუთარი თავის და რადიკალი მიშისტების გამხნევებაა. ასე რომ, უმჯობესია მისი “ნაციონალური არმია” მობილიზდეს პერედაჩების და საინტერესო ლიტერატურის შესაგზავნად“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ის გვერდზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია