fbpx

ამერიკის კონგრესის წევრები ტრამპს სასუნთქი აპარატების რუსეთში გაგზავნის გამო აკრიტიკებენ

ამერიკის კონგრესის წევრები თეთრ სახლს სასუნთქი აპარატების რუსეთში გაგზავნის გამო აკრიტიკებენ. ღია წერილში, რომელსაც 5 დემოკრატი კონგრესმენი აწერს ხელს აღნიშნულია, რომ ეს „დამამცირებელი დონაციაა“.

„ჩანს, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ ვერ შეიმუშავა პოლიტიკა, რომ განისაზღვროს სასუნთქი აპარატების გაგზავნა ისეთ ქვეყნებში, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ და ეს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ემსახურება“, ნათქვამია კონგრესმენების მიერ დონალდ ტრამპისთვის გაგზვნილ წერილში.

მათივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტი, სასუნთქ აპარატებს საკუთარი პოლიტიკური თუ პირადი ინტერესების გათვალისწინებით არიგებს და მას არანაირი სტრატეგიული გამართლება არ აქვს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონმა მოსკოვში დაახლოებით 200 სასუნთქი აპარატი გააგზავნა, რომლის საერთო ღირებულებაც 5 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ცენტრალური ბიურო ავრცელებს.

გაუზიარე!

0Shares
0 0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია