fbpx

ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?!-კახა კუჭავა

გუშინ ის შემთხვევა იყო, რაზეც ნამდვილად ვერ ვიტყვით “მაგრამ“ – ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ველოდებით მკაცრ რეაგირებებს! – აღნიშნული განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემკახა კუჭავამ ბიუროს სხდომა გახსნა. კუჭავას შეფასებით, ის რაც 5 ივლისს მოხდა, იყო სამარცხვინო, რაც საქართველოს არ ეკადრება.

“ეს იყო ქმედებები, რასაც არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს. არანაირი “მაგრამ“! არ შეიძლება გამართლებული იყოს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან. ჩვენს ქვეყანას ისტორიულად აერთიანებს სიყვარული და რელიგია, რომელიც მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემას მოგვიწოდებს. რელიგიის სახელით განხორცილებეული ეს ქმედებები უბრალოდ მიუღებელია! მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი ერთს რომ დასდევს, ამას კაცობა ჰქვია?! ვაჟკაცობაში თვლიან, თუ ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როცა თავდასხმა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ხდება, როცა ისინი თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება მათი საქმიანობა შეაფერხოს. ჩვენ ქვეყანაში მსგავს სიძულვის ადგილი არა აქვს. ტურისტიც კი არის დაჭრილი. ჩვეულებრივ მოქალაქეებს დასდევდნენ ქუჩაში. ხვალ ამ ადამიანების შვილები შეიძლება იყვნენ ჟურნალისტები და ოპერატორები და მათ შვილებზე ასეთი ქმედება უნდა გაამართლონ?! ერთადერთი გამოსავალი არის მკაცრი რეაგირება, ყველა იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილებას. უნდა დაისაჯოს ყველა! სხვანაირად ვერ განვვითარდებით“, – განაცხადა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო ოფისების დარბევა და დროშის დაშვება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება

error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია