fbpx



ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ,,ლელოს,,შეუერთდა

ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის განცხადებით, მისთვის პოლიტიკაში მოსვლა ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა იმედების გაცრუების შემდეგ, „ლელო საქართველოსთვის“ რიგებში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო.

„რასაკვირველია, დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მძიმე იყო. ჩემთვის, ასევე ჩემი მეგობრებისთვის პოლიტიკაში ჩართვა მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ ეს იმედები გამიცრუვდა. კოჰაბიტაცია, სამართლიანობის აღგენა და მთელი რიგი საკითხები. მე იმედი დავკარგე“,- განაცხადა გაიაშვილმა.

ბიზნესმენის განმარტებით, მათი მიზანია, რომ მომავალ თაობებს ბედნიერი საქართველო დაუტოვონ.

„5 შვილი ჰყავს მამუკა ხაზარაძეს, 6 შვილი მყავს მე, 3 ბადრი ჯაფარიძეს და ძალიან გვაწუხებს ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. აქედან გამომდინარე, მეტი გზა არ გვქონდა დარჩენილი, რომ ჩვენი ქვეყნის ბედზე გვეზრუნა. ჩვენი მთავარი მესიჯია- არა წადით, არამედ მოდით, ჩვენთან გაერთიანდით და ერთად ვაშენოთ ბედნიერი საქართველო“,-განაცხადა გაიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პოლიტიკურ გაერთიანებას „ლელო საქართველოსთვის” ბიზნესმენი, ავიაკომპანია „აირზენას“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია