fbpx



ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები ,,ფეიკი,, აღმოჩნდა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები ფეიკი აღმოჩნდა.

გუშინ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში რამიშვილმა განაცხადა, რომ მან საკუთარი წყაროებით მოიპოვა სატელიტიდან გადაღებული ფოტომასალა, რაც ადასტურებს, რომ გაუჩინარების შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი მაწევანის ტყეში იმ ადგილას არ იმყოფებოდა, სადაც მოგვიანებით ცხედარი აღმოაჩინეს.

რამიშვილის თქმით, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ადგილზე ცხედარი ავტომობილით მოგვიანებით მიიტანეს.

ამ განცხადების შემდეგ მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში დაიბარეს და სატელიტთან დაკავშირებით თანამშრომლობა შესთავაზეს, თუმცა ადვოკატმა არ ისურვა იმ წყაროს დასახელება, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

ინტერნეტ სივრცეში კი მოიპოვება აღნიშნული სატელიტის მიერ გადაღებული ანალოგიური ფოტო, რომელიც არა 2020 წლის ივლისში, არამედ 2019 წლის ნოემბერშია გადაღებული.


2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

2020-ის არჩევნებზე რომელ პარტიას აძლევთ ხმას?

This poll has been finished and no longer available to vote !

სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია