fbpx



ადვოკატის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს.

როგორც გიორგი ყიფშიძემ განაცხადა, ტატიშვილს უფლებები შეეზღუდა და მომხდარს ახსნა არ აქვს.

“ფაქტია, რომ მისი უფლებები შეიზღუდა. რა შეიძლება ყოფილიყო ხელისშემშლელი იმის, რომ გაეყვანათ ეროვნულ გამოცდებზე. ახსნა ამას არაფერი არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი. მიზეზი არ არსებობს, ეს არის უფლებების შეზღუდვა, მეტი არაფერია აქ ჩადებული. ერთი წელი წაართვეს კაცს ცხოვრებიდან”,

– განაცხადა ადვოკატმა

გაუზიარე!

0Shares
0 0
error: გაფრთხილება ! საიტიდან სტატიების დაკოპირება აკრძალულია